Connect with us

ჯანმრთელობა

ხველების საწინააღმდეგო საშუალებას სტაფილოთი სახლში ვაკეთებ. მარტივი რეცეპტი

ყოველწლიურად ცივ სეზონზე მთელი ოჯახი ავად ვხვდებით. კარგია, რომ ვიცით, რომელი პრეპარატებია ეფექტური იმუნიტეტის გასაზრდელად და გრიპის სიმპტომების გასაქრობად. პირველ რიგში, სამკურნალოდ გამოცდილ ხალხურ მეთოდებს ვიყენებთ. ასეთია ხველების საწინააღმდეგო საშუალება იმ ინგრედიენტით, რომელიც სახლში გვაქვს.

რა არის მნიშვნელოვანი ხველის მკურნალობისას? ლორწოს გათხელება და ორგანიზმიდან მისი ამოღება. ამაში სტაფილო და თაფლი დაგეხმარებათ. მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და პირში სასიამოვნო გემოს ტოვებს. შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური სამკურნალო დესერტია, რომელიც როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს მოეწონებათ. Аlltime.ge–ს რედაქცია ამ სასწაულმოქმედი საშუალების მომზადების რეცეპტს გიზიარებთ.

ვამზადებთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებას სტაფილოთი

რა სარგებელი აქვს სტაფილოს

ბავშვობიდან ვიცით, რომ სტაფილოს დიდი სარგებელი აქვს. მშობლები და მასწავლებლები ამ ტკბილი ძირნაყოფის დიდი რაოდენობით მიღებას გვირჩევდნენ, რომ მხედველობა შეგვენარჩუნებინა. ყველაფერი იმიტომ, რომ სტაფილო შეიცავს ბევრ სხვადასხვა სასარგებლო მინერალს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, რკინა და მაგნიუმი. გარდა ამისა, K და B ვიტამინებს შეიცავს.

სასიამოვნოა, რომ ჩვენს იმუნურ სისტემაში ნაწლავები დიდ როლს თამაშობს. სტაფილო იმუნიტეტის სტიმულატორად ითვლება, რადგან ნაწლავების მოძრაობაზე და ზოგადად კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს. ასთმის სიმპტომებს აქრობს, ხველას, ბრონქიტს და სასუნთქი გზების სხვა დაავადებებს კურნავს.

როგორ გავაკეთოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალება

ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ სტაფილო
  • 3-4 ს/კ თაფლი
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. სტაფილო რგოლებად დაჭერით, წყალი დაასხით და ქურაზე დადგით.
  2. კარგად დარბილებამდე მოხარშეთ. დრო მიეცით, რომ წყალი და სტაფილო გაცივდეს, შემდეგ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. 3-4 ს/კ ნატურალური თაფლი დაუმატეთ.

ხველის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება ასე მარტივად მზადდება. სამკურნალო პიურე მინის ქილაში მაცივარში შეინახეთ. როგორც კი, იგრძნობთ, რომ ხველას იწყებთ, მაშინვე გამოიყენეთ. დღის განმავლობაში 3–4 კოვზი მიიღეთ. რამდენიმე დღეში დადებით შედეგს დაინახავთ.

Advertisement