საკითხავი
ასპირინი ტუალეტში: როგორ მოვაშოროთ კირის ნადები და ჭუჭყი უნიტაზს ეფექტურად
სრულიად შემთხვევით უნიტაზის საწმენდი ეფექტური მეთოდი აღმოვაჩინე. გულწრფელად ვაღიარებ, რომ მასზე ეფექტურ მეთოდს ვერ იპოვით. სახლში წამლებს ვახარისხებდი. რამდენიმე თვის ვადაგასული ასპირინი ნაგავში უნდა ჩამეგდო, რომ ჩემმა დამ შემაჩერა.
ტელევიზორში მოუსმენია, რომ შუშხუნა აბები სახლის დალაგებაში გამოიყენება. მეთოდი ჯერ არ გამოუცდია და ექსპერიმენტების ჩატარება სურს. ასპირინმა დავალებას თავი გაართვა. მისი დახმარებით დრო დავზოგე და დალაგების პროცესი გავიმარტივე. Аlltime.ge–ს რედაქცია ასპირინის გამოყენების ეფექტურ ხრიკს გიზიარებთ. ახლა უნიტაზი იდეალურად სუფთა დიდხანს დარჩება.
ვაშორებთ კირის ნადებს უნიტაზს ასპირინის გამოყენებით
ასპირინი არაპირდაპირი დანიშნულებით აქტიურად გამოიყენება. გამოცდილი დიასახლისები ასპირინს სახლის გასაწმენდად წლებია იყენებენ. მისი დახმარებით ჩამჯდარ და ჯიუტ ჭუჭყს ადვილად გაუმკლავდებით. ნადებისა და ძველი ჭუჭყის მოსაშორებლად ასპირინი თქვენი დამხმარე გახდება.
2–3 აბი ასპირინი უნიტაზში ჩააგდეთ. 20 წუთით მოიცადეთ. უმჯობესია, რომ მთელი ღამე გააჩეროთ. შემდეგ წყალი ჩარეცხეთ და უნიტაზის გვერდები სუფთა ჯაგრისით გახეხეთ.
ასპირინი ნიჟარასა და აბაზანაში სერიოზულ ბლოკირებას მარტივად მოგაშორებთ. 5 აბი ასპირინი დაფქვით და მილში ჩაყარეთ. რამდენიმე სუფრის კოვზი ძმარი ჩაასხით. 15 წუთში წყლით ჩარეცხეთ.
თუ ტანსაცმელს ცხიმის ლაქები აქვს, მის მოშორებას ასპირინით შეძლებთ. 2 აბი ასპირინი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და ტანსაცმელი მასში ჩაალბეთ. 3 საათი საკმარისია. შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
უნიტაზის გაწმენდა ყველაზე უსიამოვნო და რთული ადგილია. აქ გვხვდება ნადები, ჭუჭყი, უსიამოვნო სუნი. ასპირინის გამოყენებით ამ პრობლემებს მარტივად მოიშორებთ. ხშირად გამოიყენეთ და უნიტაზი სისუფთავით იბრწყინებს.