თავის მოვლა
წყალგამძლე კოსმეტიკა ყველა ქალს უნდა ჰქონდეს და აი, რატომ
წყალგამძლე მაკიაჟი არა მხოლოდ ზღვაზე დასვენებისას, არამედ კინოთეატრში დრამის ყურებისას აქტუალურია. ნალექს როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში თქვენი მაკიაჟის გაფუჭება შეუძლია. თუ გარეთ ცუდი ამინდია, წყალგამძლე კოსმეტიკა დაგეხმარებათ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რით განსხვავდება ჩვეულებრივი კოსმეტიკისგან და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ.
რა უნდა იცოდეთ წყალგამძლე მაკიაჟზე
რა არის წყალგამძლე საშუალების ძალა
წყალგამძლე საშუალება თავის თვისებას შემადგენლობაში მინერალური ან ბუნებრივი ცვილის და სილიკონის პოლიმერის შემცველობით აღწევს. ასეთი პროდუქტი წასმის შემდეგ ნაწილობრივ ორთქლდება. კომპონენტების უმეტესობა კანზე რჩება, მათ სილიკონი აკავებთ.
წყალგამძლე კოსმეტიკის მარკირება
- Long Lasting. საშუალებას წყალგამძლე პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ. ისიც სილიკონის ზეთს შეიცავს და სტანდარტულზე დიდხანს ძლებს. ზომიერად ნოტიო ამინდში ასეთი მაკიაჟი გაგიძლებთ, მაგრამ წყალში ვერ ჩაყვინთავთ.
- Waterproof ან Water Resistant. სრულად წყალგამძლე კოსმეტიკა, რომელიც ცურვისთვის, ვარჯიშისა და წყალზე ფოტოსესიისთვის გამოგადგებათ. წვიმისა და თოვლის ქვეშ აქტუალურ გარეგნობას ინარჩუნებს.
გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტის ხარისხი მის მწარმოებელზე პირდაპირ დამოკიდებულია. წყალგამძლე ნიშანი წყალგამძლე მაკიაჟის მიღების გარანტია არაა. მისი შემადგენლობა უნდა შეისწავლოთ, სხვადასხვა ბრენდებით ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ყველაფერი ისეა, როგორც უბრალო კოსმეტიკის შემთხვევაში. როგორც წესი, წყალგამძლე საშუალება 15-25% სილიკონს შეიცავს.
წყალგამძლე კოსმეტიკის მახასიათებლები
წყალგამძლე მაკიაჟს ზეთის და ცხელის ეშინია. ცხიმიანი საკვების ჭამა და ცხელი სასმელის დალევა რეკომენდებული არაა, თუ წყალგამძლე ტუჩსაცხი გისვიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკაშკაშეს დაკარგავს.
წყალგამძლე კოსმეტიკა ნებისმიერ სხვაზე უფრო მავნეა. ბევრი სილიკონის გამო ფორებს ახშობს და უჯრედების ჟანგბადით გამოკვებას ხელს უშლის. ასეთ პროდუქტებში ბევრი სასარგებლო კომპონენტის მოთავსება შეუძლებელია, რადგან წასმიდან 2–3 საათში კანს აშრობს და ჭიმავს.
ზეთზე დაფუძნებული საშუალებებით წყალგამძლე კოსმეტიკას კანისთვის უსაფრთხოდ და კომფორტულად მოიშორებთ. მაგალითად, ტონიკი, რძე, ჰიდროფილური ზეთი. სხვა პროდუქტები ან უშედეგო აღმოჩნდება ან კანს გაწითლდებამდე გახეხავს, რამაც გაღიზიანება და ნაოჭები შეიძლება გამოიწვიოს.
თუ კანის ჰიდრობალანსი დარღვეულია, წყალგამძლე მაკიაჟი დროებით დაივიწყეთ. პირველ რიგში, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა დაარეგულირეთ და სპეციალური მოვლის დახმარებით ტენიანობის დონე აღადგინეთ (მაგალითად, კერამიდებით).
როგორ გავიკეთოთ წყალგამძლე მაკიაჟი
მაკიაჟის შექმნა ეტაპობრივ მუშაობას გულისხმობს.
- გაწმენდა. კანს დატვირთვა ელოდება, ამიტომ გამოიყენეთ უსპირტო ნაზი საშუალება სასარგებლო ფიტოექსტრაქტებით და დამატენიანებელი ეფექტით.
- ბაზა. გირჩევთ გამოიყენოთ პრაიმერი, რადგან დამატენიანებელი კრემი ან ფლუიდი წყალგამძლე მაკიაჟის შესაქმნელად შეუფერებელია. თუ კანი ცხიმიანობისკენ მიდრეკილია, T ზონას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და არაბუნებრივი ბზინვარება თავიდან აიცილეთ.
- ტონი. ფუნჯით ტონალური კრემის თხელი ფენა წაისვით. ფხვიერი პუდრით დააფიქსირეთ. გამძლე ტონალური ბაზაც ზოგჯერ ჩამოდის (განსაკუთრებით სიცხეში). ყოველი შემთხვევისთვის პუდრი გადაუსვით, სანამ სახლიდან გახვალთ.
- წარბები. თუ ფერის კორექტირება გჭირდებათ, კრემიანი ტექსტურა გამოიყენეთ. მას გამჭვირვალე გელით ადვილად დააფიქსირებთ.
- თვალები. ჩრდილების ქვეშ ბაზა წაისვით. ჩრდილების მშრალი ვარიანტები გამოიყენეთ და ფენებად ჩაშალეთ. ისრების გასაკეთებლად წყალგამძლე ლაინერი–ფანქარი გამოიყენეთ. კომფორტულია, კანზე სწორად ჯდება, დამწყებისთვის მოსახერხებელია. სასურველია, რომ წამწამებზე ტუშის ქვეშ ბაზა წაისვათ.
- ტუჩები. სანამ ტუჩსაცხს გამოიყენებთ, ტუჩები ცოტა კონსილერით დაამუშავეთ და პუდრი გადაისვით. გლუვი ტუჩსაცხი ან ტინტი წყალგამძლე მაკიაჟისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილება იქნება. ტუჩსაცხის წასმის შემდეგ ტუჩები რამდენიმე წუთით არ დაასველოთ.
- ფიქსაცია. სახეზე მაკიაჟის დამაფიქსირებელი სპრეი შეისხურეთ და შედეგის დასაფიქსირებლად რამდენიმე წუთით მოიცადეთ. მაკიაჟი მზადაა.
სასარგებლო რჩევები წყალგამძლე მაკიაჟისთვის
- წყალგამძლე კოსმეტიკა დოზირებულად გამოიყენეთ. ასეთი პროდუქტის ყოველდღე გამოყენება არ შეიძლება. ასე კანს გაიფუჭებთ.
- ხარისხიანი საშუალება შეარჩიეთ. უმჯობესია, ცოტა მეტი გადაიხადოთ, ვიდრე მიიღოთ კოსმეტიკა, რომელიც ამოცანას ვერ ასრულებს.
- დემაკიაჟის დროს თვალები და ტუჩები არ დაისრისოთ. ბამბის დისკები გამწმენდი საშუალებით დაასველეთ და საჭირო ადგილას ნახევარი წუთით დაიდეთ, შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ. ქუთუთოებზე ბამბის დისკი წრიულად გადაატარეთ და ქვემოთ მიმართეთ.
- ასეთი მაკიაჟით არასდროს დაიძინოთ. დილით კანი გამომშრალი და დამსკდარი იქნება. გარდა ამისა, წამწამები შეიძლება დააზიანოთ.
ყველა განსაცდელის გადალახვის შემდეგ კანი მაკიაჟისგან აუცილებლად დაასვენეთ და დამატენიანებელი ნიღბით გაანებივრეთ.