Connect with us

ტესტები

ვერავინ მოგატყუებთ. სასარგებლო ტესტი ინტუიციის გასავითარებლად

რა გავაკეთოთ ინტუიციის და კონცენტრაციის გასავითარებლად? რთულ მოვლენებს ჩვენი სიფხიზლის მოდუნება შეუძლია. ვეღარ ვამჩნევთ დეტალებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია მეხსიერების სავარჯიშოდ. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის დახმარებით ინტუიციის განვითარებას შეძლებთ.

ინტუიციის განვითარება

ტესტი 100%–ით სერიოზულად არ აღიქვათ, მაგრამ შინაგანი ხმის მოსმენა აუცილებელია. მოცემულ სურათზე ქალის ერთ–ერთი გამოსახულება აირჩიეთ და გაშიფვრა წაიკითხეთ.

დაჟინებული მზერა

ნომერ პირველი გამოსახულება მიგანიშნებთ, რომ მოგზაურობის დროა. აუცილებელი არაა, საზღვარგარეთ ზღვაზე ან მთაში ხანგრძლივი მოგზაურობა მოიწყოთ. უბრალოდ მნიშვნელოვანი საქმეების შემდეგ დროებით პაუზის აღება გჭირდებათ.

საკუთარ თავს პატარა სასიამოვნო მომენტები მოუწყვეთ. მაგალითად, მეგობართან ერთად პარკში გაისეირნეთ, ახალ კაფეში ყავა დალიეთ. დროა უკვე, ჩქარა მოემზადეთ. ასე ფიქრებს დაალაგებთ და ძალებს აღიდგენთ, რომ ახალი მწვერვალები ახალი შემართებით დაიპყროთ. გააცნობიერეთ, რომ ჯანმრთელობა სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანია.

თუ №2 გამოსახულება აირჩიეთ, თქვენთვისაც იგივე რჩევა გვაქვს. უკვე დიდი ხანია ყურადღების ცენტრში ყოფნა და ვინმესთან გულითადი საუბარი გსურთ. თუ დრო არ გყოფნით ან შესაფერისი ხალხი არ გყავთ, ეს ნიშანია, რომ ახალი და საინტერესო ჰობი მოძებნოთ. ასე თქვენს სულს და სხეულს მეტ სარგებელს მოუტანთ.

სწრაფი არჩევანი

თუ  №3 გამოსახულება აირჩიეთ, სამყარო დამშვიდებას და ნაბიჯის შენელებას გირჩევთ. დიდი ალბათობით, მუდმივად დაძაბული ხართ და სულელურ წვრილმანებზე ღელავთ. დინებას მიყევით და ყოველდღიური მომენტებით დატკბით. მაგალითად, მზის ჩასვლას უყურეთ.

თუ მეოთხე გამოსახულება მოგწონთ, წესრიგის დამყარების დროა. საქმეს პასუხისმგებლობით მიუდექით. სახლიდან ყველაფერი უსარგებლო გადაყარეთ. მოიშორეთ ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორ განვავითაროთ ინტუიცია: მარტივი ტესტი ასოციაციებზე

თუ თქვენი არჩევანი №5 გამოსახულებაზე შეჩერდა, ახალი მწვერვალის დასაპყრობად წინ გაბედულად მიიწევთ. არ იდარდოთ, ყველაფერი გამოგივათ. ბუნებრივი სიჯიუტე და ხიბლი სასურველის მიღებაში გეხმარებათ. თქვენი საქმით სიამოვნება მიიღეთ. რა თქმა უნდა, დასვენება არ უნდა დაგავიწყდეთ.

ის, ვინც მე-6 გამოსახულებას ირჩევს, წარსულზე ბევრს ფიქრობს. არ ღირს იმაზე დარდი, რასაც ვერ შეცვლით. მტკივნეული მოგონებები გაუშვით. მათი დახმარებით უკეთესი ვერ გახდებით. დროა მზერა მომავლისკენ მიმართოთ. ახლა ხომ მას აშენებთ. ამ რთულ საქმეში წარმატებას გისურვებთ.

ასეთი მსუბუქი ტესტები განტვირთვაში დაგეხმარებათ. დროებით მოსაწყენ რუტინას, რთულ საქმეს და ცუდ ფიქრებს მოიშორებთ. წარსული დაივიწყეთ და მომავალზე იფიქრეთ. იმედი არ დაკარგოთ, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატების გზა ია–ვარდებით მოფენილი არაა, მაგრამ შრომა ამად ღირს.

Advertisement