ჯანმრთელობა
პროდუქტები, რომლებიც დაძინებაში დაგეხმარებათ
ერთ დროს ძილის სერიოზული პრობლემები მქონდა. მთელი ღამე ვერ ვიძინებდი, სტრესმა და სამუშაო განრიგის შეცვლამ მდგომარეობა გაართულა. საძილე პრეპარატების მიღება არ მსურდა, ამიტომ ალტერნატიულ მეთოდს ვეძებდი. ამ საქმეში ჩვეულებრივი პროდუქტები დამეხმარა. ამ პროდუქტებს თითქმის ყოველდღე მივირთმევთ და ძალიან გვიყვარს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ, თუ ძილის პრობლემები გაწუხებთ.
სწრაფად დაძინება ზამთარში
ერთი შეხედვით, ზამთარში ცივ ოთახში დაძინება რთულია, თუმცა ეს პრობლემა არაა. პრობლემაა, როცა ძალიან ცხელა და ამ სიცხეს თავს ვერ აღწევთ, კონდიციონერი არ გაქვთ. ზამთარში შეგიძლიათ გათბეთ არა მხოლოდ გამათბობლით, არამედ თბილი საღამურით, წინდებით და საბნით.
ასე შეფუთული ძილი კომფორტულია. თბილ საბანში გახვეული ხართ და ცივ ჰაერს სუნთქავთ. ასეთ ოთახში ბაქტერიები და ვირუსები არ გამრავლდება. მთავარია, რომ თბილად ჩაიცვათ და ოთახი ძალიან არ გააცივოთ. ეს საერთო წესებია, ახლა პროდუქტებზე გადავიდეთ.
პროდუქტები სწრაფად დასაძინებლად
არსებობს ნატურალური საძილე საშუალებები, რომლებიც ნამდვილად მუშაობს. ჩაის ან მცენარეულ ნაყენს არ ვგულისხმობთ, არამედ ჩვეულებრივ პროდუქტებს. ვახშამზე მიირთვით და მარტივად დაიძინებთ.
რძე
ერთ–ერთი გავრცელებული პროდუქტია, რომელსაც კარგად დასაძინებლად გვირჩევენ. ნატურალური რძე მდიდარია ტრიპტოფანით, რომელიც დაძინებას ხელს უწყობს. რძეში შემავალი კალციუმი მელატონონის გამომუშავებას ხელს უწყობს. მელატონინს ძილის ჰორმონსაც უწოდებენ.
ბანანი
თუ ძილის წინ რაიმე ტკბილის მირთმევა გსურთ, კანფეტის და შოკოლადის ნაცვლად ხილი მიირთვით. ბანანი განსაკუთრებით კარგია. ეს პროდუქტი კუჭის ლორწოვან გარსს არ აღიზიანებს, გულძმარვას არ იწვევს. მასში შემავალი მაგნიუმი და B ვიტამინი კუნთებს მოდუნებაში ეხმარება. ნამდვილი საძილე საშუალებაა.
ჩაი კოჭით და დარიჩინით
ცივ სეზონზე განსაკუთრებით გამოგადგებათ. გლინტვეინი სანელებლებით შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ ჩაი უკეთესია. ალკოჰოლმა შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს, გამოგაფხიზლოთ. აი, კოჭა და დარიჩინი დაძინებაში დაგეხმარებათ. ისინი სხეულს ათბობენ, კუნთებს ადუნებენ, ნერვულ სისტემას ამშვიდებენ.
კაკალი
კაკალი სასარგებლო პროდუქტია, მით უფრო, ძილის წინ წასახემსებლად. ნუში განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ბანანზე მეტ მაგნიუმს შეიცავს. თავის მხრივ, მაგნიუმი სწრაფად დაძინებას ხელს უწყობს. კაკლის ასორტიც (ნიგოზი, თხილი, მიწისთხილი) შეგიძლიათ შეჭამოთ, განსაკუთრებით საყვარელი ფილმის ყურებისას!
შვრიის ფაფა
ალბათ, ამ სიაში შვრიის ფაფის დანახვამ გაგაოცათ. როგორც წესი, საუზმეზე მიირთმევენ, თუმცა მისი მიღება ნებისმიერ დროს შეიძლება. უჯრედისით მდიდარი შვრიის ფაფა სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს. ბედნიერების ჰორმონი ნერვებს ამშვიდებს, სტრესს ამცირებს და დაძინებას ხელს უწყობს. შვრიას რძე, ბანანი ან კაკალი დაუმატეთ და ნატურალურ საძილე პრეპარატს მიიღებთ.