Connect with us

ჰოროსკოპი

ცრურწმენები დაბადების დღეზე. რა უნდა გააკეთოთ წარმატების მოსაზიდად

ნებისმიერი ადამიანისთვის დაბადების დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ეს არის დღე, რომელსაც განსაკუთრებული ძალა აქვს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ბებია ნინას რჩევებს, რომელიც დაბადების დღეს ეხება. მათი დაცვით მოიზიდავთ ყველაფერს, რაც გსურთ. უსინათლო ბებია ნინას რჩევები ყოველთვის ეფექტურია.

ბებია ნინას ნიშნები დაბადების დღეზე

დაბადების დღეზე ყველაფერს, ნებისმიერ წვრილმანსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამინდიც საყურადღებოა. თუ დაბადების დღეზე მზიანი ამინდია, წარუმატებლობას ელოდეთ. წვრილი წვიმა ბედნიერებას და წარმატებას გპირდებათ. სუსხიანი ამინდი და ყინვა განიშნებთ, რომ უსიამოვნებებისთვის მოემზადოთ. თაღლითებთან შეხვედრის დიდი შანსია.

მნიშვნელოვანია ისიც, როდის აღნიშნავთ დაბადების დღეს. თუ დაბადების დღეს ადრე აღნიშნავთ, სიცოცხლის წლები მოგაკლდებათ. თუ გვიან, წარმატების დაკარგვით რისკავთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება დაბადების დღეს

ბებია ნინა ამბობს, რომ ამ დღეს ვალის აღება და გაცემა არ შეიძლება. ასე მთელი წელი ფულის უკმარისობა შეგაწუხებთ. თმის შეჭრაც არ შეიძლება. საკუთარ დაბადების დღეზე თმის შეჭრით ცხოვრებას იმოკლებთ.

ამ დღეს სასაფლაოზე, საავადმყოფოში ან პანაშვიდზე არ წახვიდეთ. ეს უბედობას, ავადმყოფობას და სირთულეებს მოგიტანთ.

ბებია ნინა გაფრთხილებთ, დაბადების დღეზე ქორწილის გადახდა უბედურების ნიშანია. ასეთი ოჯახი მალე დაიშლება.

რა უნდა გააკეთოთ დაბადების დღეს

დაბადების დღეზე აუცილებლად ჩაიცვით ახალი ტანსაცმელი, რომელიც აქამდე არასდროს ჩაგიცვამთ. ასე მთელი წელი წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

თუ გსურთ ფულის და ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვა, თქვენს დაბადების დღეზე დილით ადრე ჯიბეში რამდენიმე მონეტა ან ქაღალდის ფული ჩაიდეთ. ასე საქმე წინ წავა და ყველაფერი გამოგივათ.

ყველამ იცის, რომ ამ დღეს სურვილები სრულდება. თუმცა სურვილი კარგად უნდა მოიფიქროთ. ყველა სურვილი ბედნიერების მომტანი არაა. სურვილი ხმამაღლა არ გააჟღეროთ, რადგან აღარ ასრულდება.

თუ ქალი თავის დაბადების დღეზე ბავშვს გააჩენს, ეს კარგი ნიშანია. მისი შვილი ბედნიერი, დღეგრძელი იქნება და აყვავებული ცხოვრებით იცხოვრებთ.

თუ შემთხვევით ჭიქა ან ფუჟერი გაგიტყდათ, ეს კარგი ნიშანია. იუბილარს დიდი წარმატება ელოდება.

დაბადების დღეზე, როგორც სხვა დღესასწაულებზე ბევრი ცრურწმენა და ნიშანი არსებობს. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ირწმუნებთ თუ არა. ბებია ნინას ნიშნები საკმაოდ ლოგიკურია. და მაინც, ცრურწმენებსა და საღ აზრს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია. როგორც ამბობენ, კარგზე იფიქრეთ და ცუდი არაფერი აგეკიდებათ. წარმატებებს გისურვებთ.

Advertisement