საკითხავი
ჩაის პაკეტები არ გადაყაროთ. რამდენიმე მეთოდი, როგორ გამოიყენოთ ყოველდღიურობაში
ყოველდღე მინიმუმ ერთ ფინჯან ჩაის ვსვამთ. სასმელის გემოთი სიამოვნებას ვიღებთ, ხოლო პატარა ჩაის პაკეტებს ნაგავში ვყრით. ასე არ მოიქცეთ. ეს პაკეტები ყოველდღიურობაში გამოგადგებათ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ და სად გამოიყენოთ ჩაის პაკეტები.
ჩაის პაკეტები
ჩვევად გქონდეთ გამოყენებული ჩაის პაკეტების შეგროვება, რადგან სახლში საკმაოდ გამოსადეგი ნივთია. ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია.
გამოყენებული ჩაის პაკეტი გააშრეთ და გათბობის ბატარეაზე დადეთ. ასე სახლში ჰაერის ეფექტურ და იაფ გამწმენდს მიიღებთ.
ჩაის პაკეტების ხელნაკეთი ჰაერის გამწმენდი სამზარეულოში უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად გამოგადგებათ. სუნებს კარგად იწოვს. რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ და ასე სასიამოვნო არომატს გაავრცელებს. სახლში ჰაერს ზედმეტი ხარჯის გარეშე გააჯანსაღებთ. ამით ჩაის პაკეტის სარგებელი არ სრულდება.
სუნების შეწოვა
ჩაის პაკეტების უნარი შთანთქას უსიამოვნო სუნი, სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ღამით მშრალი პაკეტები ფეხსაცმელში ჩადეთ. დილით უკვე მშრალ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნის გარეშე მიიღებთ. ძვირადღირებული საშუალებები აღარ დაგჭირდებათ.
ჩაის პაკეტები ტანსაცმლის კარადაში უსიამოვნო სუნსაც გაუმკლავდება. სინესტე და ცუდი სუნი აღარ შეგაწუხებთ. მოკლედ, ჩაის პაკეტი გამოგადგებათ ყველგან, სადაც უსიამოვნო სუნი გაწუხებთ.
ლაქების მოშორება
ჩაის პაკეტი ჭურჭელს ლაქას ეფექტურად აშორებს. ამ მიზნით ხსნარის მომზადება მოგიწევთ. უბრალოს ჩაის პაკეტები ცხელ წყალში ჩადეთ. გასარეცხი ჭურჭელი ამ ნარევში მოათავსეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ. დრო ჭუჭყის დონეზეა დამოკიდებული. ჩაი ცხიმის ლაქებს შლის, ამიტომ ჭურჭლის გარეცხვა გაგიმარტივდებათ.
ჩაი ხის ავეჯსაც წმენდს. ჩაის პაკეტები ცხელ წყალში მოათავსეთ. ნარევის გაგრილებას დაელოდეთ. რბილი სალფეთქი ჩაის ხსნარში დაასველეთ და ავეჯი გაწმინდეთ. ჭუჭყსაც მოიშორებთ და ავეჯს ნათელ ფერს დაუბრუნებთ.
ოთახის მცენარეები
ჩაი ოთახის მცენარისთვის იდეალური სასუქია. უბრალოდ ჩაი პაკეტიდან გამოყარეთ და მიწას მორწყვისას მოაყარეთ. მადლიერი მცენარე აქტიური ზრდით გაგახარებთ.
როგორც ხედავთ, ჩაის პაკეტები ყოველდღიურობაში ძალიან სასარგებლოა. შეაგროვეთ და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ.