ჰოროსკოპი
ზამთრის მზებუდობა: რისი გაკეთება არ შეიძლება 21 დეკემბერს
2022 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. ამ დღეს მზე ახალ ციკლს იწყებს და წლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული წერტილია. გიამბობთ, როგორ გაატაროთ ეს დღე, რომ უმაღლესი ძალების მხარდაჭერა მოიპოვოთ. ასევე რისი გაკეთება არ შეიძლება 21 დეკემბერს, კურდღლის კუდივით მოკლე დღეს.
უძველესი დროიდან 21 დეკემბერი ერთ–ერთ უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ ითვლება. ამ დროს წლის ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღეა, მზე დედამიწისგან მაქსიმალურად დაშორებულია, ამიტომ მზის ენერგია მინიმალურია.
ძველად ზამთრის მზებუდობას სხვადასხვა რიტუალი და შელოცვა ტარდებოდა. წლების შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა, მაგრამ ამ დღის ძალა და ენერგია უცვლელია.
მომზადება ზამთრის მზებუდობისთვის
21 დეკემბრამდე დაასრულეთ ყველა საქმე, ვალი დაფარეთ. ასე მოიშორებთ ენერგიას, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ძველი ნივთები გადაყარეთ, სივრცე გაათავისუფლეთ.
ტელეფონის მეხსიერებაც გაწმინდეთ. შეტყობინებები წაშალეთ. ყველაფერი, რისი დატოვებაც წარსულში გსურთ, მოიშორეთ. 2022 წელს დაწყებული მოკლევადიანი საქმეები და პროცესები დაასრულეთ. ბუნებრივია, ის, რომლის დასრულებაც შეიძლება.
ფიქრებიც მოაწესრიგეთ. ნეგატიური აზრები და მოგონებები მოიშორეთ. წარსული გაუშვით და მომავალს იმედით შეხედეთ.
21 დეკემბრის წინა დღეს აბაზანა ან უბრალოდ შხაპი მიიღეთ. კონტრასტული შხაპიც მისაღებია. სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვით.
ამ დღეს არასაჭირო ურთიერთობას მარტივად დაასრულებთ. თუ პარტნიორებისგან გამოყოფა გსურთ, 21–ში გააკეთეთ. პარტნიორები არ გაბრაზდებიან, შურისძიებას და თქვენი ცხოვრების განადგურებას არ გადაწყვეტენ.
რისი გაკეთება არ შეიძლება ზამთრის მზებუდობის დღეს
კამათი და ბილწსიტყვაობა დაუშვებელია. ბოროტება არ ჩაიდინოთ და საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, დოკუმენტს ხელი არ მოაწეროთ და გარიგება არ დადოთ. არაფერი შეიძინოთ. ასე მთელი წელი ფულის დახარჯვა მოგიწევთ. ვალი არ აიღოთ და კრედიტი არ გააფორმოთ. ამ დღეს დაქორწინება არ ღირს.
ზამთრის მზებუდობას სახლში ნაძვის ხის დადგმა კარგია. ითვლება, რომ წიწვოვანი ხე უწმინდურ ძალებს აშინებს და სულებს სახლში შემოსვლის უფლებას არ აძლევს.
პრობლემები დაივიწყეთ და მომავალზე ფოკუსირდით. 21 დეკემბრის ძლიერი ენერგია სურვილების ასასრულებლად გამოიყენეთ. ყველაფერი უსარგებლო მოიშორეთ, რომ თქვენი ჭეშმარიტი სურვილები გაიგოთ.
2022 წლის ზამთრის მზებუდობა მატერიალურ სურვილებს უკავშირდება. ბებიების ხრიკს გიზიარებთ: ოჯახის თითოეულ წევრს სურვილების ქაღალდზე დაწერა და ქისაში ჩაყრა სთხოვეთ. შემდეგ ყველამ თითო სურვილი ამოიღეთ. თქვენი სურვილი თეფშის ქვეშ შეინახეთ და სუფრის დასრულებისას ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ. ნაძვის ხის დაშლამდე არ ჩამოხსნათ.