ჰოროსკოპი
ინდოელი ბიჭი დედამიწის მაცხოვრებლებს ისევ მიმართავს, ახალი წინასწარმეტყველება მალე ახდება
აბიგია ანანდი ყველაზე ახალგაზრდა ნათელმხილველია პლანეტაზე. მისი პროგნოზები სრულდება. მან კოვიდის პანდემიის დაწყება იწინასწარმეტყველა, ამიტომ რთულია მის სიტყვებს არ დაუჯეროთ. ახლახანს მის ვებგვერდზე ახალი წინასწარმეტყველება გამოჩნდა. Аlltime.ge–ს რედაქცია აბიგია ანანდის ახალ წინასწარმეტყველებას გიზიარებთ. გავარკვიოთ, რაზე გვაფრთხილებს ინდოელი ბიჭი.
ახალი წინასწარმეტყველება
რამდენიმე სიტყვით ახალგაზრდა ნათელმხილველზე გიამბობთ. უცნაურია, რომ ასეთი ახალგაზრდა ბიჭი ასეთ სერიოზულ თემებზე საუბრობს. რატომ უნდა მოვუსმინოთ და როგორ გახდა ასეთი პოპულარული?
პოპულარობა პანდემიის დაწყების შესახებ წინასწარმეტყველებამ მოუტანა. 2019 წელს ახალგაზრდა ბიჭმა იწინასწარმეტყველა საშინელი ვირუსის გაჩენა, რომლის გამოც პლანეტის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდებოდა. მისი თქმით, კაცობრიობას დაავადებასთან ბრძოლა კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს. როცა ინდოელი ბიჭის პროგნოზები ახდა, მისი ბლოგი 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა. აბიგია ანანდი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ნათელმხილველი გახდა.
ახლახანს მის ვებგვერდზე ახალი წინასწარმეტყველება გამოჩნდა. ინდოელი ბიჭის თქმით, ამჯერად ეთერში არა უბრალოდ, არამედ კონკრეტული მიზეზით გამოვიდა. მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს: „ჩვენ უპრეცედენტო ცვლილებებს და სრულ ტრანსფორმაციას ვაკვირდებით. 400 წლიანი ახალი პერიოდი დაიწყო. წინა ციკლებში პირველი 100 წელი ფუნდამენტური ცვლილებები ხდებოდა. ამჯერადაც იგივე მოხდება. დროა, როცა ცვლილებები ყველას შეეხება!“
ინდოელი ბიჭის წინასწარმეტყველებები
ბიჭი თავის ახალ მიმართვაში გვაფრთხილებს შემდეგი ცვლილებების შესახებ:
1. პირველ რიგში, სერიოზულ კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობს. ამ ცვლილებების დრო დიდი ხანია გვიახლოვდება და მალე ასრულდება. ეს არა გლუვი, არამედ ძალიან მკვეთრი გადასვლა იქნება. ის არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ მცენარეებსა და ცხოველებზეც გავლენას მოახდენს. ახლოვდება გლობალური კატაკლიზმები, რომლებიც კაცობრიობას საკვების მოპოვების პრიმიტიულ უნარებთან დაბრუნებას აიძულებს.
2. ასევე მსოფლიოში წყლის დეფიციტზე გვაფრთხილებს. მილიონობით ადამიანი წყლისა და სუფთა საკვების წყაროს მოწყდება. ნუთუ იმის ჭამა მოგვიწევს, რასაც ადრე საკვებად არ განვიხილავდით? ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მშრალ დროში ვცხოვრობთ. დროთა განმავლობაში ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება.
ინდოელი ბიჭი ამბობს, რომ ასე სამყაროს სურს გვაჩვენოს, რამდენად ამაოა ჩვენი ძალაუფლებისკენ სწრაფვა. მთავარს არ ვაფასებთ და სიცარიელისკენ მივისწრაფვით. ეს კაცობრიობის შანსია, რომ ყველაფერი გააცნობიეროს.
3. ასტროლოგის თქმით, დედამიწა გლობალური ტრანსფორმაციის შემდეგ სიმშვიდეს მოიპოვებს, მაგრამ სრულიად განსხვავებული გახდება. მომდევნო 2,5 წელიწადში გლობალური გეოპოლიტიკა და ეკონომიკა მთლიანად შეიცვლება. მაგალითად, წარმატებული ქვეყნები შიმშილის და სხვა გაჭირვების წინაშე დადგებიან. ეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი გახდება.
რატომ ხდება ეს ყველაფერი? წინასწარმეტყველი ამბობს: კაცობრიობა პლანეტას უღირსად ექცევა. მხოლოდ ვიღებთ, სანაცვლოდ არაფერს ვიძლევით. ბუნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო გადახდა გვიწევს. აბიგია ანანდი დედამიწის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ დაფიქრდნენ იმაზე, რაც ახლა ხდება. სჯერა, რომ ენერგია მუდმივად იცვლება, ანუ მისი ნეგატიურიდან პოზიტიურზე შეცვლა შესაძლებელია. ახლა ბევრი ცუდი რამ ხდება, რომელიც სიკეთედ უნდა აქციოთ.
წინ ბევრი განსაცდელი გველოდება, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. უკეთესობისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ და ადამიანობა შევინარჩუნოთ. ამ გზაზე გაძლიერებას გისურვებთ.