Connect with us

ყვავილები

გამოცდილი ფლორისტების რჩევები, რა გააკეთოთ კაქტუსზე ლამაზი ყვავილის გამოსაჩენად

ხშირად ყვავილების მაღაზიებში კაქტუსებს შეღებილი ხელოვნური ყვავილებით აფორმებენ, რომ უფრო ლამაზი გამოჩნდეს. კაქტუსზე ლამაზი ყვავილების ფორმირება რთულია, თუმცა სწორი მოქმედებით აყვავებას აიძულებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ააყვავოთ კაქტუსი.

სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ, გამოცდილი ფლორისტების რჩევები გაითვალისწინეთ. ასე ფანჯრის რაფაზე კაქტუსი ლამაზი ნაზი ყვავილებით თავს მოიწონებს.

5 რჩევა კაქტუსის ასაყვავებად

კაქტუსის სახეობები, როგორიცაა რებუცია, მამილარია და ექინოფსისი, აქტიური ყვავილობის მაღალი შანსით გამოირჩევა. რამდენიმე წესის დაცვით კოკრები მალე გამოჩნდება. ზამთარში კაქტუსი დაასვენეთ, შემდეგ კი საქმეს მიხედეთ.

მორწყვის სიხშირე

კაქტუსს ზედმეტი მორწყვა არ უყვარს. ეს უდიდესი დანაშაულია, რომელიც მის მიმართ შეგიძლიათ ჩაიდინოთ. ჭარბი მორწყვის შედეგად ღერო შეიძლება დალპეს. მიწის ოდნავ დანამვა საკმარისია. კაქტუსი ზაფხულში 3 დღეში ერთხელ მორწყეთ, ზამთარში 3 კვირაში ერთხელ. ასე ყვავილობას ხელს შეუწყობთ.

ტემპერატურის შემცირება

კაქტუსს სითბო უყვარს, ღია გრუნტში სიცივეში იძინებს. ამ პერიოდში მცენარე მთელ ძალას ახალი კოკრების განვითარებაზე მიმართავს. მომენტი არ გამოგრჩეთ. ყვავილობისთვის შესაფერისი პირობა შეუქმენით, დაბალ ტემპერატურის მქონე ადგილას გადაიტანეთ.

ფრთხილი დამოკიდებულება

ხშირად არ შეაწუხოთ. ადგილის შეცვლა და ახალი პირობების შეგუება უჭირს. ხშირად არ ატრიალოთ. კაქტუსის პოზიცია წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ შეცვალოთ, სხვა შემთხვევაში კოკრები დაცვივდება.

სწორი მოვლა

კაქტუსი რომ აყვავილდეს, კარგად განათებულ ოთახში ადგილი მიუჩინეთ. მცენარე წელიწადში ერთხელ ოდნავ დიდ ზომა ქოთანში უნდა გადარგოთ. ქოთანი ოდნავ ვიწრო უნდა იყოს. ასე ყვავილობის სტიმულირებას შეძლებთ.

სასუქი

კაქტუსი უდაბნოს მცენარეა, ამიტომ განებივრებულს ვერ უწოდებთ. სასუქი ფრთხილად უნდა დაუმატოთ. თუ სახლში ზრდით, სასუქი ზრდის სეზონზე არაუმეტეს სამჯერ გამოიყენეთ.

კაქტუსის ყვავილობის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობა შეამოწმეთ. აკონტროლეთ ოთახის განათება, ტენიანობის რაოდენობა, მავნებლების არსებობა. თუ ყველაფერი რიგზეა, ყველა რეკომენდაცია შესრულებული, მალე კაქტუსის ყვავილებს დაინახავთ. კაქტუსი ყოველ წელს არ ყვავილობს. თავად ყვავილობა მაქსიმუმ რამდენიმე დღე გრძელდება. თუმცა იმდენად ლამაზია, რომ ჩადებული შრომა ღირს.

Advertisement