ჰოროსკოპი
რეტროგრადული მერკური 2023 წელს: რას უნდა ელოდოთ 29 დეკემბრიდან 18 იანვრამდე
ახალ 2023 წელს რეტროგრადულ მერკურთან ერთად შევხვდებით, რომელიც მობრუნებას 29 დეკემბერს დაიწყებს და 18 იანვრამდე გააგრძელებს. ეს გეგმაში ცვლილებებს შეიტანს. საქმეს შეაფერხებს. ხელმოწერილი დოკუმენტების შეცვლა და გადაწყვეტილებების გადახედვა მოგიწევთ. ეს ყველაფერი არაა, რასაც რეტროგრადული მერკურის პერიოდში უნდა ველოდოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რას მოგიტანთ რეტროგრადული მერკურის პერიოდი. შესვენების დროა.
მერკურის რეტროგრადული პერიოდი 2022 წლის 29 დეკემბერს დაიწყება და 2023 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება. მერკური თხის რქის ნიშანში იქნება. ეს ზოდიაქოს ნიშანი გეგმაზე პასუხისმგებელია. სწორედ ამიტომ, გეგმები მოულოდნელად შეიცვლება.
18 იანვრიდან საქმე დალაგდება, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 8 თებერვლამდე არ უნდა მიიღოთ. მერკურის ჩრდილის პერიოდიდან გამოსვლას დაელოდეთ.
მერკური ყველა სახის კომუნიკაციასთან (ზარები, მესიჯები, გადაადგილება, ფრენა) კავშირია. ესაა ინფორმაციის ათვისების, მოლაპარაკებების წარმოების და ხელშეკრულების დადების უნარი.
ვაჭრობაც მის დაქვემდებარებაშია. ამ პერიოდში აქტივობა მცირდება. ბევრი საქმე გაიყინება. უმეტეს შემთხვევაში თქვენზე დამოუკიდებელი მიზეზის გამო საქმის დასრულება გაგიჭირდებათ.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ამ პერიოდში მიიღებთ, გადახედვას მოითხოვს. წესები შეიძლება შეიცვალოს, ვადები გადაიწიოს, დაბრკოლებები გაიზარდოს და დოკუმენტების გაფორმება გართულდეს.
ბუღალტრულ აღრიცხვაში შეცდომები გაიზრდება, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩებათ. ახალი მასალის შესწავლა გაგიჭირდებათ. მივლინება უცხო ადგილას და ახალი მიზეზით ნაკლებად ეფექტური იქნება. მოგზაურობაში გაუგებრობას, დაგვიანებას, რეისის შეფერხებას ელოდეთ.
ამ პერიოდში ელოდეთ პრობლემებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, მარკეტინგი, მონაცემების დამუშავება და შენახვა. საკომუნიკაციო საშუალებები, ტექნიკა და ტრანსპორტი შეიძლება დაზიანდეს. ხშირია დაუფიქრებელი შესყიდვები, ხოლო საქონლის და ფულის დაბრუნება დროში გაიწელება.
რეტროგრადული მერკურის პერიოდი გამოიყენეთ იმისთვის, რომ რაღაც საკითხზე დაფიქრდეთ, გადახედოთ. შეგიძლიათ რემონტი დაასრულოთ, უსარგებლო ნივთები გადაყაროთ. სწავლის განახლებაც და ძველ სამსახურში დაბრუნებაც კარგია. დასაშვებია ბაზრის შესწავლა, მაგრამ არა ყიდვა, გამონაკლისია, თუ ფასდაკლებით ყიდულობთ. დიდი ალბათობით, დაკარგულ ნივთს, მაგალითად, ამანათს იპოვით.
ასევე კარგია ახლობლებთან შერიგება, მოლაპარაკების წარმოება. მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა სხვა დროისთვის გადადეთ. კარგია ბავშვობაში საყვარელი ადგილის მონახულება, ძველ მეგობრებთან დაკავშირება, დოკუმენტების შესწორება, მანქანის ტექნიკურად გამართვა, შეცდომების გამოსწორება.
გაითვალისწინეთ, რომ საქმე, რომელსაც 12 დეკემბრამდე ვერ დაასრულებთ, 2023 წლის 7 თებერვლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
2023 წელს მერკური რეტროგრადული იქნება ასევე 21 აპრილიდან 15 მაისამდე, 24 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე და 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. რეტროგრადული პერიოდი ნეგატიურად არ აღიქვათ, არამედ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ.