Connect with us

მოდა და სტილი

ფერების ინსტიტუტმა Pantone 2023 წლის ყველაზე მოდური ფერი დაასახელა

ფერების ინსტიტუტმა Pantone 2023 წლის მთავარი ფერი უკვე დაასახელა. ესაა Viva Magenta 18-1750, ღია ვარდისფერი იისფერი ელფერით, წითელი და ღვინისფერის ოჯახიდან. ასევე დასახელდა 10 ტრენდული და 5 ძირითადი ფერი, რომელიც 2023 წელს აქტუალური იქნება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელ ფერში შეარჩიოთ გარდერობი და გააფორმოთ ინტერიერი 2023 წელს. მთვრალი ალუბალი, შინდისფერი, მარსალისფერი, ბურგუნდისფერი – თმას ამ ფერებში შევიღებავ, Pantone, მადლობა!

2023 წლის ყველაზე მოდური ფერი

ფერების ინსტიტუტის Pantone 2000 წლიდან დაწყებული წლის მთავარ ფერს ირჩევს. ექსპერტები ყოველ წელს მთელ მსოფლიოში ახალ ფერს ეძებენ. ამ მიზნით იკვლევენ გართობის, კინოს, ხელოვნების და მოდის ინდუსტრიებს, ახალი მხატვრების ნამუშევრებს, დიზაინის ყველა სფეროს და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს.

ფერის არჩევაზე გავლენას ახდენს ახალი ტექნოლოგიები, მასალები და ტექსტურებიც, ასევე პლანეტის ახალი ცხოვრების წესი და სოციალურ–ეკონომიკური პირობები.

2022 წლის მთავარი ფერი იყო იასამნისფერის ელფერი Very Peri. მომავალი წლის რჩეული ფერი გახდა კარმინისფერი წითელი 18-1750, სახელად Viva Magenta. ეს თავდაჯერებულობის ფერია. ოღონდ არა აგრესიის, შედარებულია „მუშტთან ხავერდის ხელთათმანში“.

„ტექნოლოგიების ეპოქაში ინსპირაციას ბუნებიდან და რეალობიდან ვიღებთ. 18-1750 Viva Magenta წითელის ოჯახიდან არის და ყველაზე ცნობილი, ძვირფასი, ძლიერი და კაშკაშა ნატურალური საღებავის, ბუჟღენდი წითელი ფერით შთაგონებულია. 18-1750 Viva Magenta თავისი ფესვებით თავდაპირველ საწყისთან გვაბრუნებს. ბუნების ძალას იხმობს, ენერგიით გვმუხტავს, შინაგანად გვაძლიერებს“ – ამბობს ლეატრის ეისმანი, ფერების ინსტიტუტის Pantone აღმასრულებელი დირექტორი ახალი ფერის შესახებ.

ფერების ინსტიტუტი 2023 წლის მთავარ ფერს თვლის წითელის თამამ და უშიშარ ელფერად, რომელიც ენერგიით და სასიცოცხლო ძალებით სავსეა. ამ ფერის გარდერობში ჩართვით ტრენდში იქნებით და ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ.

ეს ფერი გვახსენებს ალუბლის პეროგს. ხოლო უკრაინელი შეფმზარეული, ევგენი კლოპოტენკო ამ ფერს ადარებს ბორშს არაჟნით.

Viva Magenta–ს გარდა 2023 წლის ტრენდული ფერებია ცეცხლოვანი წითელი, თამამი ფუქსია, ფორთოხლისფერი, ვარდისფერ–ატმისფერი, კაშკაშა ყვითელი, ნაზი ვარდისფერი, კლასიკური მწვანე, სალათისფერი, ლურჯი და ჭუჭყიანი ცისფერი.

ასევე 5 პასტელური ელფერი: ღია ფირუზისფერი, კრემისფერი ნუდი, ღია იასამნისფერი ნაცრისფერი გადასვლით, ზეთისხილისფერი ღია ყავისფერში გარდამავალი, რძიანი შოკოლადისფერი.

ექსპერტებს ამ არჩევანით სურდათ შეეხსენებინათ დაბრუნებული თავისუფლება და მღელვარება სიახლის მოლოდინში. მათ შექმნეს პალიტრა, რომელშიც შეგიძლიათ შექმნათ კონტრასტული სტილი და თქვენი ინდივიდუალობა გამოხატოთ.

ფერის არჩევისას დაიცვეს მიდგომა, რომელსაც უშიშარი თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ. „ეს ფერი ასახავს ახალ ეპოქას, რომელშიც შევდივართ. ჩვენ ვაერთიანებთ ესკაპიზმს და ექსტრემალური კონტრასტებისკენ სწრაფვას განწყობასა და ფერში რეალობასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. გვსურს, რომ მასში ბევრი სიხარული იყოს“ – ამბობს ფერების ინსტიტუტის Pantone  აღმასრულებელი დირექტორი.

2023 წლის მთავარი ფერი ლამაზი და პრაქტიკულია. 2023 წლის ძირითადი ფერები გარდერობში მარტივად შეგიძლიათ ჩართოთ, ხოლო კაშკაშა ფერები აქცენტად გამოიყენოთ. მაგალითად, კაშკაშა ფერის ჩანთა, შარფი ან სამკაული შეიძინეთ.

Advertisement