Connect with us

ტესტები

ტესტი თქვენი ხასიათის გამოსავლენად. რომელ კაბას აირჩევთ, ხვალ რომ ქორწილი გქონდეთ

ზოგიერთი ქალი ოცნებობს დიდ ქორწილზე და მდიდრულ გაშლილ კაბაზე გრძელი შლეიფით. ზოგს კი მოკრძალებული კაბა ურჩევნია. აღმოჩნდა, რომ ქალის არჩევანზე გავლენას მისი ხასიათი ახდენს. თითოეული არჩევანი ხასიათის გარკვეულ თვისებას ააშკარავებს. ამის უკეთ გარკვევაში ფსიქოლოგიური ტესტი ფოტოთი დაგეხმარებათ.

საქორწინო კაბის სტილი, რომელიც პატარძალს მოსწონს, მასზე ბევრ რამეს ამბობს. მოცემულ ფოტოზე არსებული ვარიანტებიდან აირჩიეთ ერთ–ერთი კაბა, რომელსაც ჩაიცვამდით, ხვალ რომ ქორწილი გქონდეთ. წაიკითხეთ ტესტის გაშიფვრა, თუ რას ამბობს შერჩეული კაბა თქვენზე.

ტესტის შედეგები

1. ასეთ კაბას ძალიან მორცხვი და მგრძნობიარე ქალი ირჩევს. მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა გსურთ. სიმდიდრე და მაღალი სტატუსი არ გაინტერესებთ. მეუღლეს ნებისმიერ სიტუაციაში მხარს უჭერთ. კარგი დიასახლისი, მზრუნველი დედა და მოსიყვარულე ცოლი ხართ.

ძლიერი ქორწინებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხართ. არ ეჭვიანობთ, პარტნიორს ენდობით. კამათის სწრაფად დასრულებას ცდილობთ. თქვენთან ყველა თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ფრთხილად იყავით, თქვენი სიკეთით შეიძლება ბოროტად ისარგებლონ.

2. მეორე კაბა ვნებიანი და თავგადასავლების მოყვარე ქალის არჩევანია. ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. მშვიდი ცხოვრება მისთვის შეუფერებელია. ურთიერთობა საინტერესო თავგადასავლებს ეძებს. მეუღლეს მისი უნდა ესმოდეს. ამ შემთხვევაში ქორწინება მოსაწყენი არ გახდება.

3. მაღალი თვითშეფასების მქონე ქალი მესამე კაბას ირჩევს. ის დიასახლისის როლის მოსარგებად მზად არაა. კარიერაზე ფიქრობს და ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევას ცდილობს. მეუღლისგანაც იმავე ითხოვს.

საკმაოდ კატეგორიული და მომთხოვნია. მამაკაცისგან სითამამეს და ყურადღების გამოჩენას მოელის. მეორე ნახევარი მის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

4. ასეთ კაბას სუსტი და დახვეწილი ქალი ირჩევს. მისთვის ქორწილი მთავარი ოცნებაა. სურს, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად იყოს. ყველაფერს წინასწარ გეგმავს. პატარა დეტალიც არ რჩება.

სურს, რომ ქორწინებაც იდეალური იყოს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას და მის მეუღლეს საერთო ინტერესები და მოსაზრება ჰქონდეთ. მეუღლისთვის ყველაფერზე წავა, მაგრამ მისგანაც იმავეს ითხოვს.

5. მეხუთე კაბა თავისუფლების მოყვარე ქალის შესაფერისია. ოჯახისთვის ყველაფრის დასათმობად მზად არაა. პოტენციურ საქმროს თავიდანვე პირდაპირ ეუბნება, როგორ მომავალს ხედავს. თუ მათი ხედვები განსხვავდება, შეიძლება არც არაფერი დაიწყოს.

6. მეოცნებე ქალის არჩევანი. ასეთი ქალი ბავშვობიდან საკუთარ ოჯახზე ოცნებობს. მას სურს დიდი წვეულება, ასობით სტუმარი და ბოლოს ფეიერვერკები.

ექსპერიმენტები არ უყვარს, ოჯახის კლასიკურ ვარიანტს ირჩევს. ოჯახისთვის კარიერას ხშირად თმობს. იდეალური დიასახლისი და ძალიან კეთილი დედაა.

Advertisement