Connect with us

საკითხავი

ზეთი და კიდევ 2 ეფექტური საშუალება, როგორ მოაშოროთ სუფრას ნებისმიერი სირთულის ლაქა

თეთრი სუფრა ძალიან ლამაზი და პრაქტიკულია. მასზე მუდმივად რჩება საჭმლის ნარჩენები, რომლის მოშორებაც ყველა მათეთრებელ საშუალებას არ შეუძლია. ხალხური მეთოდების გამოყენებით სუფრა ხარისხიანად შეგიძლიათ გარეცხოთ. ეს საიმედო და ეფექტურია.

თუ წვეულების შემდეგ სუფრაზე ყვითელი ლაქები დაინახეთ, არ იდარდოთ. მისი მოშორება მარტივად შეიძლება. მთავარია, სწორი მეთოდი შეარჩიოთ. შემდეგ საქმეს შეგიძლიათ შეუდგეთ.

როგორ მოვაშოროთ სუფრას ძლიერ ჩამჯდარი ლაქა

მცენარეული ზეთით

ნატურალურ ქსოვილს ძველი ლაქები რომ მოაშოროთ, გამოხარშვა გამოიყენეთ. 10 ლიტრზე გათვლილ დიდ ქვაბში ან ვედროში წყალი აადუღეთ. დაუმატეთ 2 ს/კ მათეთრებელი და 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი, რომელიც ძლიერ არ ქაფდება. 2 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და მასში სუფრა ჩადეთ. საპნიანი ხსნარის გაგრილებას დაელოდეთ. სუფრა შემდეგ ამოიღეთ და წყალი გაავლეთ. გახსოვდეთ:

  • გამოხარშვა მხოლოდ ნატურალური ქსოვილის სუფრაზე გამოგადგებათ.
  • ფერადი სუფრის ჩალბობა კარგ შედეგს არ მოგცემთ.
  • მცენარეული ზეთის დამატება აუცილებელია (ის ბრწყინვალე შედეგს გპირდებათ).

ბონუს საშუალება

სარეცხი საპონი. ეს მეთოდი ცხიმიანი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. ცხელ წყალში ჩაალბეთ, შემდეგ საპნით კარგად გახეხეთ. სუფრა პარკში ჩადეთ და 3 საათით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ.

სოდა. ამ ნივთიერებას შეუძლია ნატურალური ქსოვილის სუფრას სიქათქათე დაუბრუნოს. მთავარია, სწორად გამოიყენოთ. სპეციალური თბილი ხსნარი მოამზადეთ: 1 ჩ/კ სოდა 1 ლ სუფთა წყალს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ. მიღებულ ნარევში სუფრა 1 დღე გააჩერეთ. 24 საათში ამოიღეთ და გაწურეთ. ჭუჭყიანი ადგილები სარეცხი საპნით გახეხეთ. სუფრა ოთხად გაკეცეთ და დაახვიეთ. ასე 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ ცხელი წყალი დაასხით და 30 წუთით აადუღეთ. სუფრას სრულად გაგრილება აცადეთ, წყალი გაავლეთ და გააშრეთ.

გამოხარშვა ჩამჯდარი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. სარეცხი საპონი ცხიმის ლაქებს აქრობს, ხოლო სოდა ათეთრებს. ასე სუფრა ახალივით იქნება. ბზინვარე სისუფთავე გარანტირებულია.

Advertisement