Connect with us

საკითხავი

ხალხური ნიშნები, რატომ არ შეიძლება ნიგვზის დარგვა სახლთან ახლოს

მახსოვს, როცა აგარაკის გაკეთილშობილება გადავწყვიტეთ, სახლთან ახლოს ნიგვზის დარგვა მსურდა. ჩემს გეგმაში იყო მისი გვირგვინის ჩრდილში ფანჩატურის დადგმა, რომ ცხელ ამინდშიც ჩრდილით დავმტკბარიყავი. დიახ, ხე ძალიან ლამაზად გამოიყურება: ძლიერი, დიდებული, მაღალი.

აგარაკზე მეზობელს ჩემი გეგმა გავუზიარე. ის სახლსა და ბოსტანზე ძალიან ზრუნავს, ბევრი დეტალი და ხრიკი იცის. გამაფრთხილა, რომ სახლთან ახლოს ნიგვზის დარგვა არ შეიძლება. ამის არა ერთი მიზეზი არსებობს.

რამდენიმე მიზეზი, რატომ არ უნდა დარგოთ ნიგოზი სახლთან ახლოს

მისტიკური მიზეზები

კაკალს ვამპირ ხეს და დამანგრეველ ხეს უწოდებენ. ამბობენ, რომ სახლთან ახლოს დარგული ნიგოზი ოჯახის თითოეულ წევრს უსიამოვნებას მოუტანს. გარდა ამისა, ადამიანს, რომელიც მცენარეს დარგავს, ყველაზე უსიამოვნო ბედი ელოდება, როცა ნერგი გახმება.

გარდა ამისა, ხალხში არსებობს ცრურწმენა, რომ სახლთან დარგული კაკლის მფლობელს მისტიკის შესწავლაში წარმატება ელის.

ობიექტური მიზეზები

თუ მისტიკას გვერდზე გადადებთ და ობიექტურად იმსჯელებთ, ნიგვზის სახლთან ახლოს დარგვა მაინც რეკომენდებული არაა. საქმე იმაშია, რომ ხის ფესვების სისტემა იმდენად განვითარებულია, რომ 8-10 მეტრის მანძილზეც სახლის საძირკველს ზიანი შეიძლება მიაყენოს.

გარდა ამისა, ზრდასრული ხე დიდებული გვირგვინის გამო ჩრდილს იძლევა. მუდმივი დაჩრდილვა სინესტის მიზეზი შეიძლება გახდეს, რის გამოც სამშენებლო მასალების გამოყენების ვადა შემცირდება.

ესეც დაიმახსოვრეთ: ნიგვზის გვერდით სარეველაც არ იზრდება. კაკლის ჩრდილში დარგული მცენარე სუსტია ან საერთოდ არ იზრდება. მოსავალი არ გარისკოთ.

თუნდაც მისტიკის და სხვა სამყაროს არ გჯეროდეთ, საკითხს პრაქტიკული მხრიდან შეხედეთ. ფასადის ძვირადღირებული რემონტი ან საძირკვლის შეცვლა თქვენს გეგმაში არ შედის. თან გვსურს, რომ ბოსტნეულის ჯანსაღი და უხვი მოსავალი ავიღოთ, ბაღში აყვავებული ყვავილების ყურებით დავტკბეთ. ამ შემთხვევაში ნიგოზი სახლთან ახლოს არ დარგოთ.

Advertisement