საკითხავი
2023 წლის საახალწლო დეკორი: როგორ მოვრთოთ სახლი ფულის მოსაზიდად
ზამთრის დღესასწაულებზე სახლი მდიდრულად მორთეთ, რომ მთელი წელი ფული ადვილად მიიღოთ. 2023 წლის საახალწლო დეკორი მოდური და ბუნებრივი უნდა იყოს. ასე სადღესასწაულო და მყუდრო გარემოს შექმნით. 2023 წლის მფარველი, წყლის შავი კურდღელი თქვენს მცდელობას აუცილებლად დააფასებს და ფულით აგავსებთ.
Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მორთოთ სახლი ფულის მოსაზიდად. გთავაზობთ საინტერესო იდეების ნაკრებს.
2023 წლის საახალწლო დეკორი
2023 წლის მფარველია წყლის შავი კურდღელი, მშვიდობისმოყვარე და კეთილი ცხოველი, ამიტომ ყველას პოზიტიური და კარგი წელი ელოდება.
სახლის გაფორმებამდე დაგეგმვა დაიწყეთ. ფერები აირჩიეთ. ეს მანამ გააკეთეთ, სანამ მაღაზიაში საახალწლო აქსესუარების საყიდლად წახვალთ.
კურდღელს მოეწონება შემდეგი ფერები: ცისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი და მწვანე. ნარინჯისფერი და ყავისფერი არ გამოიყენოთ, რადგან ასე უსიამოვნებას შეიძლება შეეჯახოთ.
ძვირადღირებული დეკორის შეძენა აუცილებელი არაა. ბევრი ლამაზი ნივთი ხელმისაწვდომი მასალებისგან თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, საყვარელი კურდღლის შეკერვა დიდ დროს არ წაგართმევთ.
საახალწლო მაგიდა სანთლებით გააფორმეთ. ფანტაზია ჩართეთ. გასაფორმებლად გამოგადგებათ ტოტები, ლენტები, ნაძვის ხის სათამაშოები. ასე სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნით.
სანთლების კომპოზიცია ლამაზად გამოიყურება.
ხელმისაწვდომი ნივთებით დამზადებული დეტალები საკმაოდ უჩვეულოა. მაგალითად, ჭურჭელი არაპირდაპირი დანიშნულებით გამოიყენეთ. ღვინის ჭიქაში ნაძვის ხის ბურთები შეგიძლიათ ჩადოთ.
მაგიდაზე თქვენი ხელით შექმნილი ნაძვის ხე შეგიძლიათ დადოთ.
ტოტებით გაკეთებული გვირგვინი საკმაოდ ლამაზია. თან მარტივად მზადდება. მოქნილი წნელი ან სადენი გამოიყენეთ. მოამრგვალეთ და შემდეგ მასზე ნაძვის ხის ტოტები დააწებეთ.
დეკორატიული ან ნამდვილი ხის ტოტები გამოიყენეთ. მისი სასიამოვნო სუნი მთელ სახლში გავრცელდება. ნაძვის ხის ტოტები გირჩებით ყოველთვის ლამაზად გამოიყურება.
გირლანდებით მთელი ბინა შეგიძლიათ გააფორმოთ და ზღაპრული კუთხე შექმნათ. ამ მიზნით ნაძვის ან ტუის ტოტები ან ხმელი ფორთოხლის ნაჭრები შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თუ მაკრამე მოგწონთ, ეს იდეა მოგეწონებათ. მწვანე ძაფი მოძებნეთ.
ცოცხალი ნაძვის ხე ტყეში დატოვეთ, ხოლო სახლში ხელმისაწვდომი მასალებისგან შექმენით.
ასეთი ვარიანტი სახლის და ოფისის სტილს დაამშვენებს.
სათამაშოების ვარიანტები, რომლებიც მარტივად შეგიძლიათ შექმნათ.
2023 წლის საახალწლო დეკორის ნაკრებს გადახედეთ და შთაგონება იპოვეთ. სახლი მდიდრულად მორთეთ და მთელი წელი ფინანსებზე არ დაიჩივლებთ.