Connect with us

ყვავილები

ხახვის ფურცლების ნახარში მცენარეების გამოსაკვებად

ოთახის მცენარე ცივ სეზონზე სათანადო მოვლას შეიძლება ვერ იღებდეს. მზის სინათლე იკლებს, ჰაერი მშრალია, მიწა მინერალებისგან დაცლილი. ეს ყველაფერი მცენარეზე ნეგატიურად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, დამატებითი კვება აუცილებელია. ამ საქმეში ხახვის ფურცლები დაგეხმარებათ.

ხახვის ნახარში მცენარეს ძალების აღდგენაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ხახვის ფურცლები არ გადაყაროთ. გირჩევთ, რომ ტომარაში შეაგროვოთ და მშრალ ოთახში შეინახოთ. ასე ნებისმიერ დროს სასარგებლო ნახარშის მომზადებას და მცენარის გამოკვებას შეძლებთ.

დეტალური ინსტრუქცია, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ხახვის ნახარში

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ხახვის ფურცლები
  • 2 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ხახვის ფურცლები ქვაბში ჩაყარეთ, მდუღარე წყალი დაასხით.
  2. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ.
  3. 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ ქურა გამორთეთ და 2 საათით გააჩერეთ.

გამოყენების რეკომენდაციები

ამ ნახარშით ოთახის მცენარე კვირაში 2–ჯერ მორწყეთ. ეს საკმარისია, რომ მცენარემ ძალები აღიდგინოს. მისი დახმარებით მცენარეს სხვადასხვა მავნებელს და დაავადებას მოაშორებთ. ასეთი კვება ყველა მცენარისთვის შესაფერისი არაა. მაგალითად, კაქტუსს, ფიკუსს და სუკულენტს ხახვის ნახარში არ მოსწონს.

ხახვის ნახარში იას განსაკუთრებით უყვარს. თუ ამ ნახარშით შემოდგომაზე გამოკვებავთ, მცენარე საჭირო ნივთიერებების მომარაგებას შეძლებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ია მიწას სწრაფად აცარიელებს. ხახვის ნახარში იის ხავერდოვან ფოთლებს არ უნდა მოხვდეს, ეს საზიანოა.

ახლა უკვე იცით, რატომ არ უნდა გადაყაროთ ხახვის ფურცლები, როცა ხახვს კერძში იყენებთ. ხახვის ნახარში მცენარის ყვავილობას ხელს უწყობს. დოზა დაიცავით და ეფექტი გაგახარებთ.

Advertisement