Connect with us

საკითხავი

5 მეთოდი, როგორ მოაშოროთ სიყვითლე, ნამწვი და ცხიმი მომინანქრებულ ჭურჭელს

მინანქრით დაფარული ჭურჭლის გასარეცხად მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური საშუალებები ან არანაკლებ ეფექტური ხალხური მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით ძველ და ჩამჯდარ ჭუჭყს მარტივად მოიშორებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია 5 ყველაზე ეფექტურ საშუალებას გიზიარებთ.

მოცემული მეთოდები გამოიყენეთ და დარწმუნდით, რომ სახლის დალაგება მარტივი და სასიამოვნო პროცესია. ახლა დიდ დროს და ენერგიას არ დახარჯავთ, რომ ძვირფას ჭურჭელს ცხიმი, ნამწვი და სიყვითლე მოაშოროთ.

მომინანქრებული ჭურჭლის საწმენდი მეთოდები

სოდის დახმარებით

სოდა ბევრი სახის ჭუჭყის მოშორებაში დაგეხმარებათ. გაშავებულ ჭურჭელს თეთრ ფერს უბრუნებს. ნაზად გამოიყენეთ, რომ მომინანქრებული ჭურჭლის ზედაპირი არ დაიკაწროს. სოდა და წყალი აურიეთ. მიღებული ფაფა ჭურჭელს ჭუჭყიან ადგილებში წაუსვით. რბილი ჩვრით მსუბუქად გახეხეთ. ბოლოს გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ.

წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ

ქვაბებისა და ღრმა ჭურჭლის საწმენდად გამოიყენეთ. წყალი და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი ჩაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, 20 წუთით სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. ბოლოს ქურა გამორთეთ, ხსნარის გაცივებას დაელოდეთ და რბილი ღრუბლით გახეხეთ. რეზინის ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ.

მეთოდი „კოკა–კოლით“

გაზიანი სასმელი საოჯახო საქმეში საკმაოდ ეფექტურია. თეთრ მომინანქრებულ ჭურჭელს სიყვითლეს აშორებს. სასმელი ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 20 წუთით ქურაზე გააჩერეთ. ამ დროში ჭუჭყი დარბილდება და დაიშლება. ნარჩენები სველი ჩვრით მოაშორეთ და ქვაბი კარგად გარეცხეთ.

მარილის დახმარებით

ჭურჭელი სისუფთავით იბრწყინებს, თუ მარილს გამოიყენებთ. ჭურჭელში წყალი ჩაასხით და მარილი დაუმატეთ (1 ლ სითხეზე 12 ს/კ მარილი). ნარევი 30 წუთით ადუღეთ, შემდეგ წყალი გაავლეთ და გაამშრალეთ.

მეთოდი ქლორით

ძალიან ძველი და ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ. ჭურჭელში წყალი ჩაასხით და ცოტა ქლორი დაუმატეთ. 3 საათით გააჩერეთ. ნარევის გაცხელება არ შეიძლება. ვადის გასვლის შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და წყლით კარგად გარეცხეთ.

ეფექტური ხალხური მეთოდების გამოყენებით მომინანქრებული ჩაიდანი და ფინჯნები გათეთრდება. სუფთა ქვაბში კერძსაც უფრო დიდი სიამოვნებით მოამზადებთ.

Advertisement