Connect with us

ყვავილები

ბალბის ფოთლის დაკალმება: ყველა ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

ჩემი მეზობელი ბიოლოგიის მასწავლებელია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. მასწავლა, როგორ ვიზრუნო ბალბიფოთოლზე და კალმებად დავყო. მისი თქმით, ამ შემთხვევაში კალმების წყლიან ჭიქაში ჩადება არ გვიშველის. ასე კალამი შეიძლება დალპეს. ბალბიფოთლის კალმებად დაყოფა რთული და საინტერესო საქმეა.

Аlltime.ge–ს რედაქცია ბალბიფოთლის დაკალმების შესახებ ყველა ნიუანს გიზიარებთ. სუსტი ბუჩქიდან ახალი მცენარე შეგიძლიათ გაზარდოთ. კალმებად დაყოფა ზამთარშიც შეგიძლიათ.

ბალბიფოთლის კალმებად დაყოფა

ადრე არისტოკრატების ყვავილად ითვლებოდა. ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს, რადგან ლამაზი შეფერილობა აქვს და უხვად ყვავილობს. უპრეტენზიო მცენარეა. ყლორტები 80 სმ–მდე იზრდება. თუ ქოთანს ჩამოკიდებთ, ლამაზ კომპოზიციას მიიღებთ.

მცენარეს სასარგებლო თვისებებიც აქვს. ოთახში ჰაერს წმენდს. ოჯახის ფსიქოლოგ მცენარედ ითვლება, ამიტომ სამზარეულოს გარდა საძინებელ ოთახშიც შეგიძლიათ გაიტანოთ.

გასამრავლებლად კალმები გამოიყენეთ, რადგან თესლის შემთხვევაში ყვავილის გაზრდის ალბათობა მცირეა. ლამაზი და ეფექტური ჯიშის გამრავლება უფრო რთულია.

ვფიქრობ, ამაში სელექციონერების ხელი ურევია. არ სურთ, რომ მათი მრავალწლიანი შრომის შედეგი სწრაფად გავრცელდეს და გაუფასურდეს.

მცენარის გადაჭრა მარტივია. დარწმუნდით, რომ დედა მცენარე ჯანმრთელია. თუ სოკოვანი უსიამოვნება აწუხებს, გაზაფხულამდე არ გადაჭრათ. დღის სინათლის მატებას დაელოდეთ. ფუნგიციდებით აუცილებლად დაამუშავეთ.

კალმებად დაყოფამდე წინასწარ მორწყეთ. ეს მინიმუმ 3 დღით ადრე გააკეთეთ. ხელსაწყოები სადეზინფექციო საშუალებით დაამუშავეთ. ბასრი ხელსაწყო გამოიყენეთ. 4 სმ ახალი ტოტი გადაჭერით. კალამს ქვემოდან ფოთლები მოაშორეთ, ზემოდან შეათხელეთ. ასე სასარგებლო ტენიანობას არ დაკარგავს.

კალმები 10 წუთით გააჩერეთ, ასე ჭრილი გაშრება. მცენარის ღეროს ბრილიანტის მწვანე წაუსვით, თუ სურვილი გაქვთ.

ქოთანში მშრალი მიწა ჩაყარეთ და დანამეთ. პულვერიზატორი გამოიყენეთ. კალმები 1:1 თანაფარდობით გაზავებულ ფესვების მასტიმულირებელ საშუალებაში („ფიტოკლონი“, „კორნევინი“) ჩადეთ. ამის შემდეგ მიწაში ჩამარხეთ, ზემოდან მიწა ოდნავ დატკეპნეთ.

მზიან მხარეს გაიტანეთ, ოღონდ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. 3 დღე ოთახში გაჩერებული წყლით დანამეთ.

ასე ზონალური ბალბიფოთოლა, ასევე სამეფო, ვარსკვლავიანი და მცირეყვავილიანი ბალბიფოთოლა შეგიძლიათ გაზარდოთ. გირჩევთ, სცადოთ!

ყვავილი კალმებად მარტივად იყოფა. ამ საქმეში რთული არაფერია. თან გადაჭრილი მცენარე კარგად გაიზრდება და უფრო დიდებულად აყვავილდება.

მთავარია, გადაჭრილ მცენარეზე სათანადოდ იზრუნოთ და ხარისხიანად გაანათოთ. თუ დედა მცენარე ჯანმრთელია, გადაჭრილი კალამი შეგიძლიათ გააფესვიანოთ.

Advertisement