საკითხავი
6 მეთოდი, როგორ გამოიყენოთ საავტომობილო ქიმია სახლში
მძღოლები საკუთარ მანქანებს თვალის ჩინივით უფრთხილდებიან. ამ მიზნით სხვადასხვა სახის საპრიალებელს, საწმენდს, საპოხს და სხვა საშუალებას იყენებენ.
ცოტამ თუ იცის, რომ საავტომობილო ქიმია სახლშიც გამოსადეგია. ხშირად ნაქებ საყოფაცხოვრებო ქიმიაზე უკეთეს შედეგს იძლევა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ საავტომობილო ქიმია საყოფაცხოვრებო საკითხებში სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად.
საავტომობილო ქიმიის გამოყენების 6 მეთოდი
ქაფიანი გამწმენდი
ამ საშუალებას მანქანაში სავარძლის გადასაკრავის საწმენდად იყენებენ. სახლში ხალიჩის, სავარძლის და დივნის საწმენდად გამოგადგებათ. ასევე ნაჭრის და ზამშის ფეხსაცმელსაც კარგად წმენდს. უბრალოდ ჭუჭყიან ადგილს წაუსვით და რამდენიმე წუთში სალფეთქით მოაშორეთ.
WD-40
ეს საპოხი მასალაა, რომელიც კონკრეტულად მანქანისთვის არ შეიქმნა, მაგრამ მძღოლებს მისი გამოყენება უყვართ. სახლში დაგეხმარებათ, რომ კარის და ავეჯის ჭრიალი შეამციროთ, ჩაკეტილი საკეტი გახსნათ. მისი დახმარებით შემრევ ონკანს ნადებს მოაშორებთ. უბრალოდ წაუსვით, გახეხეთ და ჩამორეცხეთ. დიდხანს ახალივით დარჩება.
ანტიწვიმა
სახლში სანტექნიკის საწმენდად გამოგადგებათ. სუფთა შემრევ ონკანს წაუსვით და ბზინვარებას დიდხანს არ დაკარგავს. ნიჟარას წაუსვით და მასზე საპნის ან კბილის პასტის ლაქები აღარ დარჩება. წვიმის საწინააღმდეგო საშუალება ფანჯარას გარედან წაუსვით, რომ კოკისპირული წვიმისას სუფთა დარჩეს.
Vinet
ამ საშუალებას ეტიკეტზე პირდაპირ აწერია, რომ იატაკის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ხუფი 1 ვედრო წყალში აურიეთ და იატაკი მოწმინდეთ. დიდხანს სუფთა დარჩება. ბონუსად, სასიამოვნო არომატი აქვს. რბილ ავეჯსაც კარგად წმენდს.
არომატიზატორი
ძველი არომატიზატორი არ გადააგდოთ, არამედ სახლში წაიღეთ. სააბაზანო ოთახში ან რომელიმე სხვა ოთახში ჩამოკიდეთ. დახურულ სივრცეში ჰაერს კიდევ დიდხანს განაახლებს.
სილიკონი, ტყავის კონდიციონერი და სხვა საშუალება
მძღოლები სილიკონის სპრეის კარის რეზინებზე იყენებენ. სახლში ფანჯრის რეზინებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ ჭურჭლის ღრუბელი ან აპლიკატორი გამოიყენეთ და შემამჭიდროებელი გაწმინდეთ. ტყავის კონდიციონერი ტყავის ავეჯზე გამოიყენეთ. დაორთქვლის საწინააღმდეგო სააბაზანო ოთახში სარკეს წაუსვით, ასე დიდხანს სუფთა დარჩება.
ავტომობილის სალონის ქიმია სახლში ძალიან სასარგებლო და საჭიროა. თან უფრო იაფია, ვიდრე სპეციალური საშუალებები.