Connect with us

საკითხავი

შეუცვლელი დამხმარე. რატომ უნდა დაუმატოთ დაფნის ფოთოლი სარეცხ მანქანას

დაფნის ფოთოლი დიასახლისის ერთგული დამხმარეა. ის კერძებში იდეალური სანელებელია, სახლში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. გაირკვა, რომ რეცხვის დროსაც გვეხმარება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა დაუმატოთ დაფნის ფოთოლი სარეცხ მანქანას რეცხვისას. საყოფაცხოვრებო ხრიკებს გიზიარებთ.

დაფნის ფოთოლი სარეცხ მანქანაში

დღეს თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით რეცხვა სასიამოვნო საქმეა. თუმცა დღემდე არსებობს და გამოიყენება ხრიკები თეთრეულის იდეალურად გასარეცხად. აღმოჩნდა, რომ პროფესიონალური საშუალებები რამდენიმე ცალი დაფნის ფოთლით მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

ხრიკი უძველესი დროიდან გამოიყენება. მასზე უარის თქმა არ ღირს. დაფნის ფოთოლი რეცხვით გაუფერებულ ტანსაცმელს ფერს უბრუნებს. დაფნის ფოთოლში გარეცხილი ტანსაცმელი ახალივით გამოიყურება.

დაფნის ფოთოლი რეცხვისას

სარეცხი მანქანის დოლურაში დაფნის ფოთოლი პირდაპირ არ უნდა ჩაყაროთ. გამოყენების ორი მეთოდი არსებობს. 10 დაფნის ფოთოლი და 4 სუფრის კოვზი სოდა სქელ ქისაში ჩაყარეთ. შეკარით და ტანსაცმელთან ერთად დოლურაში ჩადეთ. მინიმუმ 30 გრადუსი ტემპერატურა აირჩიეთ.

დაფნის ნახარში შეგიძლიათ მოამზადოთ. 4 დაფნის ფოთოლი და 4 სუფრის კოვზი სოდა ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. 20 წუთით ხარშეთ და გააგრილეთ. თეთრეულს ნახარში დაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

ამ მარტივი მოქმედებით ნივთებს კაშკაშა ფერს დაუბრუნებთ. როგორც ხედავთ, დაფნის ფოთოლი სახლში ნამდვილად შეუცვლელია.

Advertisement