Connect with us

ყვავილები

ცრურწმენები იაზე: რომელი ია იზიდავს წარმატებას, რომელი გართმევთ ენერგიას

ია, იგივე სენპოლია ცნობადი მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა, მაგრამ მილიონობით ადამიანს უკვე თავი შეაყვარა. ნაზი ყვავილი ოთახის პირობებს იდეალურად ეწყობა და ინტერიერს ამშვენებს. ამ მიზეზით ბევრ ბინასა თუ ოფისში შეგიძლიათ ნახოთ.

სენპოლიაზე არსებობს ბევრი ცრურწმენა, რომელიც ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ია მხოლოდ დადებით ენერგეტიკას ფლობს. სხვები ნეგატიურ მცენარედ მიიჩნევენ. Аlltime.ge–ს რედაქცია იასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებულ ნიშნებსა და ცრურწმენებს გიზიარებთ.

3 გავრცელებული მითი სენპოლიის შესახებ

ხალხს ცრურწმენების ბრმად ნდობა ჩვევად აქვს. ითვლება, რომ ამ ნიშნებს მოვლენების განსაზღვრა შეუძლიათ. აი, 3 გავრცელებული მითი, რომელიც იას უკავშირდება.

  • თუ ია დიდებულად ყვავილობს, ოჯახში ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, გაუგებრობას და ჩხუბს თავიდან აგაცილებთ.
  • ყვავილი ფულის ენერგიას იზიდავს. მფლობელის ფინანსურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
  • თუ იას საბავშვო ოთახში ადგილს მიუჩენთ, ბავშვი ჯანმრთელი გაიზრდება და მისი იმუნიტეტი გაძლიერდება.

იის ფერებთან დაკავშირებული ცრურწმენები

თეთრი ია

ასეთი ია ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ გაიტანოთ. ბავშვიან ოჯახში განსაკუთრებით მისასალმებელია. თეთრი ია უბიწოების და სიწმინდის სიმბოლოა. სახლში სისუფთავეს და წესრიგს იზიდავს, ოჯახს დადებითი ენერგიით ავსებს, მშფოთვარე ფიქრებს აქრობს. ნერვულ სისტემას ამშვიდებს, აგრესიას ამცირებს. ზედმეტად ნერვიულ ადამიანს სწრაფად დამშვიდებაში დაეხმარება.

წითელი ან ვარდისფერი ია

წითელი ია ხორციელი ინსტინქტური სურვილებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. სახლის ენერგიას წმენდს. ვარდისფერი ია იმუნიტეტს აძლიერებს, დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. ჭამის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. ზარმაც ხალხს სასარგებლო საქმის კეთების მოტივაციას აძლევს.

იისფერი ია

ია, რომლის ყვავილს იისფერი შეფერილობა და თეთრი არშია აქვს, ძალიან ელეგანტურად გამოიყურება და ბევრი დადებითი ნიშანი აქვს. სახლში ნეგატიურ ენერგიას შთანთქავს. კამათს, უთანხმოებას, გაუგებრობას ამცირებს. იისფერი ია იყიდეთ და ნახავთ, რომ სახლში ატმოსფერო გაუმჯობესდება, ოჯახი ჰარმონიულად და ბედნიერად ცხოვრებას დაიწყებს. მეტი სიბრძნის მისაღებად შესაფერისი ყვავილია.

ცისფერი ია

ცისფერი ია 100% შემოქმედებითი ადამიანებისთვისაა. ლამაზი ყვავილი ხალხს ამშვიდებს. ოთახს ნეგატივისგან წმენდს, ქრონიკულ დაღლილობას ებრძვის. სახლს შემოქმედებითი ატმოსფეროთი ავსებს.

თუ გრძნობთ პასიურობას, დარდს, ცხოვრების სურვილის არ ქონას, ცისფერი ია დაუყონებლივ შეიძინეთ. დადებით ემოციებს და კრეატიულ იდეებს გაჩუქებთ. ცისფერი ია ხშირად გვხვდება კულტურის სასახლეებში, საბავშვო ბაღებსა და მუსიკალურ სკოლებში.

სენპოლიის ცუდი ნიშნები

ია, განსაკუთრებით იისფერი, ქმრის გამქცევად ითვლება. ამბობენ, რომ მარტოხელა ქალმა ია სახლში არ უნდა გაზარდოს. ასე დიდხანს ოჯახის შექმნას ვერ შეძლებს. ამ რწმენას ბევრი უარყოფს, მაგრამ მაინც არსებობს.

ბევრი ამ ყვავილს ენერგეტიკულ ვამპირს უწოდებს, ვინაიდან ღამით ნახშირორჟანგს გამოყოფს და ადამიანის ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს, სისუსტეს და ძილიანობას იწვევს. ამ მიზეზით ყვავილი არ მოიშოროთ, უბრალოდ იმ ოთახში გაიტანეთ, სადაც ნაკლებ დროს ატარებთ. საძინებელი ყველაზე შეუფერებელი ადგილია. აქ მაქსიმუმ 2 ქოთანი იის ყვავილი შეიძლება გქონდეთ.

როგორც ხედავთ, ია სპეციფიკური ყვავილია, რომელიც ადამიანზე როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს. თუ მცენარეების მოვლა გიყვართ, მისი ყვავილების დანახვა გახარებთ, აუცილებლად შეიძინეთ.

Advertisement