ყვავილები
ფლორისტის რჩევები, რატომ უნდა გამოკვებოთ ყვავილები ნახშირით
ამინდის ცვალებადობა არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ მცენარეზეც აისახება. სწორედ ამიტომ, ოთახის მცენარეზე შუასეზონურ პერიოდშიც გამოკვება და ზრუნვა სჭირდება. Аlltime.ge–ს რედაქცია ამ მიზნით აქტივირებული ნახშირის გამოყენებას გირჩევთ.
ოთახის მცენარის ნახშირით კვება
ორქიდეის მფლობელებმა ნახშირის შესახებ კარგად იციან. ნახშირს პრეტენზიული ყვავილის გადაჭრისას იყენებენ. ამ შემთხვევაში ნახშირის ფხვნილი გადანაჭერს უნდა მოაყაროთ. ასე მცენარე დაზიანებისგან დაცული იქნება.
გიამბობთ, რატომ უნდა გამოიყენოთ ნახშირი ყვავილის საკვებად. ბრენდულ საშუალებებთან შედარებით იაფია. მათსავით ეფექტური არაა, მაგრამ რაღაც სარგებელი მაინც აქვს.
აქტივირებულ ნახშირს შთანთქმის უნარი აქვს. ზედმეტი სითხის და ტოქსიკური ნივთიერებების შთანთქმა შეუძლია. ადამიანები მას კუჭში უსიამოვნების დროს ტყუილად არ იღებენ. ნახშირი მიწის მჟავიანობას ამცირებს, უსარგებლო კვამლსა და ლითონებს შლის.
ნახშირის გამოყენების მარტივი მეთოდები
მცენარის საკვებად აქტივირებული ნახშირის გამოყენების 2 მეთოდი არსებობს. სველი და მშრალი. თუ მშრალ მეთოდს იყენებთ, 2 აბი ნახშირი რამდენიმე ნაწილად დატეხეთ. ეს ერთი საშუალო ზომის მცენარის გამოსაკვებად საკმარისია.
ქოთანში მიწა რამდენიმე ადგილას 2–3 სმ სიღრმეზე ჩააღრმავეთ. მასში ნახშირის ნატეხი ჩადეთ და მიწა მოაყარეთ. მცენარე მსუბუქად მორწყეთ. ქოთანში ნახშირის უბრალოდ ზემოდან დადება რეკომენდებული არაა. ასე სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.
სველი მეთოდის შემთხვევაში ხსნარი მოამზადეთ. ცოტა თბილ წყალში რამდენიმე აბი ნახშირი გახსენით. კარგად აურიეთ და მცენარე მორწყეთ. მცენარემ სითხე ბოლომდე უნდა შეიწოვოს. ორივე ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ.
ოთახის მცენარის გამოკვება
სახლში მცენარის გამოსაკვებად არა მხოლოდ აქტივირებული ნახშირი, არამედ სხვა საშუალებაც შეგიძლიათ ნახოთ. მაგალითად, ბანანის ან მანდარინის ქერქის ნაყენი. შემოდგომა–ზამთრის სეზონზე პოპულარული ხილი მცენარეს სასარგებლო ნივთიერებებით გაავსებს.
ლიტრიან ქილაში წვრილად დაჭრილი მანდარინის ან ბანანის ქერქი ჩაყარეთ და თბილი წყლით გაავსეთ. მანდარინი და ბანანი ცალ–ცალკე გამოიყენეთ. მათი შერევა არ ღირს. 2–3 საათით გააჩერეთ. ამ დროში წყალი ყვითლად შეიღებება. მიღებული ნარევი მცენარის მოსარწყავად გამოიყენეთ. ნარევი ცხელი არ უნდა იყოს, რომ მცენარე არ დაზიანდეს.