საკითხავი
გამოცდილი ხრიკები ტაფიდან ჩამჯდარი ნამწვის სწრაფად მოსაშორებლად
Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილ და ეფექტურ მეთოდებს, რომელთა დახმარებით ტაფასა და ქვაბს ნამწვს მარტივად და სწრაფად მოაშორებთ. ერთი პატარა ხრიკის გამოყენებით ნამწვს სამუდამოდ დაემშვიდობებით.
როგორ მოვაშოროთ ნამწვი
ნამწვი, ძირითადად, ძველ ტაფებსა და ქვაბებზე ჩნდება. მაგალითად, ბებიის თუჯის ტაფა. ასეთი ჭურჭლიდან ნამწვის მოშორება რთული, მაგრამ არა შეუძლებელია. საყვარელ ტაფას საძულველი ჭუჭყი მარტივად შეგიძლიათ მოაშოროთ.
ამ მიზნით ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი აბები დაგჭირდებათ. სარეცხ მანქანაში უბრალოდ გარეცხვა საქმეს ვერ უშველის, მაგრამ ტაფის სარეცხი აბების ხსნარში ხარშვა ეფექტურია.
დაგჭირდებათ, დიდი ქვაბი, წყალი, სახეხი და სარეცხი აბი. მარტივი პროცესია. დიდ ქვაბში წყალი ააგროვეთ, ჭუჭყიანი ტაფა და სარეცხი აბი დაუმატეთ.
ყურადღებით იყავით: 1 ლიტრ წყალზე 1 სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ. ერთ ჯერზე რამდენიმე სარეცხი საშუალების დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ ტაფის სისუფთავე ამად ღირს.
ქვაბი ცეცხლზე დადგით და 1 საათით ხარშეთ. სარეცხი აბი ქიმიური საშუალებაა, ამიტომ სამზარეულო გაანიავეთ და ოთახში დიდხანს არ გაჩერდეთ.
დროის გასვლის შემდეგ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ, ცხელ ტაფას სახელურით ხელი მოკიდეთ და მთელი ზედაპირი სახეხით გახეხეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ არ დაიწვათ. პირველივე მცდელობაზე მთელი ნამწვი შეიძლება არ მოშორდეს. ამ შემთხვევაში ტაფა ქვაბში დააბრუნეთ და ცოტა ხნით ხარშეთ.
სხვა მეთოდები ნამწვის მოსაშორებლად
თუ სარეცხი აბის ხსნარში ტაფის საათობით ხარშვა არ გიზიდავთ, სხვა გამოცდილი მეთოდი სცადეთ. მაგალითად, ძმარი და სოდა. ნამწვს სოდა მოაყარეთ, ძმარი დაასხით და უხეში ღრუბლით გახეხეთ.
ცოტა შრომატევადია, მაგრამ სასურველ შედეგს იძლევა. სარეცხი საპონიც ეფექტური საშუალებაა. ტაფაში არსებული ნამწვისას განსაკუთრებით გამოგადგებათ.
მსხვილად გახეხილი საპონი ტაფაში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. კარგად აურიეთ და 20 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ რბილი ღრუბლით გაწმინდეთ და წყალი გაავლეთ.
სოდის ხსნარიც ასე მოქმედებს. აქტივირებული ნახშირიც ტაფას კარგად წმენდს. საკმაოდ ბიუჯეტური მეთოდია. უბრალოდ ნახშირი დაფშვენით, ტაფას მოაყარეთ, 40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყალი დაასხით და 20 წუთით ხარშეთ. ბოლოს უბრალოდ გარეცხეთ.
ყველა მეთოდი კარგია. დაიმახსოვრეთ! აბრაზიული სარეცხი საშუალება ტეფლონის ჭურჭელზე არ გამოიყენოთ. ანტიმიწვის საფარის მქონე ჭურჭელზე ნებისმიერი უხეში ღრუბელი და ფხვნილი აკრძალულია.
პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე პრობლემის მოგვარება. სწორედ ამიტომ, თქვენს ჭურჭელზე სწორად იზრუნეთ. თუ სახლში ძველი თუჯის ტაფა გაქვთ, მოცემული ხრიკები გამოიყენეთ.