საკითხავი
თანამედროვე დედები აღარ იმალებიან, როცა შვილს ძუძუთი კვებავენ
ბოლო პერიოდში სამყარო ძლიერ შეიცვალა. ის, რაც ადრე უცნაური და წარმოუდგენელი იყო, ახლა არავის აკვირვებს. ყველაფერი ჩვეულებრივი გახდა. მაგალითად, სხვადასხვა საკითხის მიმართ დამოკიდებულება. Аlltime.ge–ს რედაქცია საინტერესო დაკვირვებებს გიზიარებთ.
როგორ შეიცვალა სამყარო
სამყარო მუდმივად იცვლება და ამაზე თავად ვახდენთ გავლენას. ცვლილებებს ზოგი აღტაცებული ხვდება, ზოგს არ მოსწონს. ეს ნორმალურია. თუმცა ცვლილებებთან შეწინააღმდეგება სისულელეა. ამ საკითხს შესწავლა სჭირდება. პრობლემა არა ცვლილებებში, არამედ ჩვენშია. მაგალითად, კლასიკური ისტორია განვიხილოთ.
ახალგაზრდა მეძუძური დედა კაფეში ზის და შვილს პირდაპირ ქუჩაში აჭმევს. ამის გაკეთება არ რცხვენია, არადა ცოტა ხნის წინ პირობითად აკრძალული იყო. თანამედროვე ხალხი სტერეოტიპების მოშორებას ცდილობს.
რატომ უნდა მოძებნოს მეძუძურმა დედამ სპეციალური ადგილი ბავშვის გამოსაკვებად? შვილის ძუძუთი კვება ხომ ბუნებრივია. ჩვილს დედის რძე სჭირდება და არ უნდა ელოდოს, როდის იპოვის დედა ადგილს, სადაც ვერავინ დაინახავს.
ქალი საზოგადოების მიერ თავსმოხვეული წესების მძევალი ხშირად ხდება. მაგალითად, რას ფიქრობთ ფეხის გაპარსვაზე?ადრე ითვლებოდა, რომ ქალმა ფეხი აუცილებლად უნდა გაიპარსოს, აბა როგორ. დღეს ქალს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს. თუ სანაპიროზე ფეხზე თმიან ქალს დაინახავთ, ეს მშვიდად მიიღეთ. ეს ხომ იმ კონკრეტული ადამიანის არჩევანია და არავის აქვს მისი გაკიცხვის უფლება.
ცვლილებები თანამედროვე სამყაროში
დღეს ქალებმა და კაცებმა კაფესა და რესტორანში ანგარიშის გაყოფა ისწავლეს. თუმცა ეს ჯერ კიდევ ბევრს აოცებს. ადრე ითვლებოდა, რომ ანგარიში მამაკაცმა უნდა გადაიხადოს. ახლა ადამიანები ლოგიკით და საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობენ და სულელურ სტერეოტიპებს არ მისდევენ.
რა თქმა უნდა, კაცს შეუძლია ანგარიში გადაიხადოს, თუ სურს. მთავარია, რომ ხალხმა ამ თემის ღია განხილვა ისწავლა. გაიგო, რა არის პირადი საზღვარი და როგორ დაიცვას თავი. აქვე შედის „არას“ თქმის უნარი.
ვისწავლეთ ჩვენთვის შეუფერებელ მომსახურებაზე უარის თქმა. ახლა ცუდ სერვისს არავინ ითმენს. ამაზე პირდაპირ საუბრობს, შესაბამის მიმოხილვას წერს. დღემდე ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ მარტივად მუშაობს. ცუდი ზუსტი შეფასება უკეთესობისკენ შეცვლაში გვეხმარება.
ხალხს რაღაცის არცოდნა სამარცხვინოდ აღარ მიაჩნია. თავის ჭკვიანად წარმოჩენას აღარ ცდილობს. ერთმანეთისგან ვსწავლობთ იმას, რაც ადრე წარმოუდგენელი გვეგონა. შეცდომების დაშვება აღარ გვაშინებს.
მომწონს, რომ ქალები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს აღარ დაეძებენ. თამამად შეუძლიათ მამაკაცი პაემანზე დაპატიჟონ, მისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას არ ელოდებიან. ქალებს სითამამე ყველა მიმართულებით უხდებათ.
ყველა განსხვავებულია
საკუთარი თავის და სხეულის მიღება ჩვენი სამყაროს ტოტალური ცვლილებებისკენ გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია. არ მინახავს ადამიანი, რომელსაც კომპლექსები არ აწუხებს. ეს მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით გვაწუხებს.
თანამედროვე მოზარდები სულ სხვა ინფორმაციას იღებენ, ხოლო უფროსები სამყაროს სხვა თვალით დანახვას ახლა სწავლობენ. შედეგად ორივე საკუთარი თავის მიღებას სწავლობს. ამის გაცნობიერების გარეშე ბედნიერების პოვნა რთულია.
როგორც ჩანს, მთავარია მარტივად იცხოვროთ, ინტუიციას მოუსმინოთ და სულელური სტერეოტიპები მოიშოროთ. მათი მოშორება ერთბაშად გაგიჭირდებათ, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ეს გვახარებს.