Connect with us

ჯანმრთელობა

წიწიბურა კეფირით წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. გამოცდილი მეთოდი

ამბობენ, რომ დიეტა უმი წიწიბურით 1 კვირაში 5 კგ–ს მოგაშორებთ. ამასთან, მომზადებაზე წვალება არ მოგიწევთ. მარცვლეულს კეფირი დაასხით და მთელი დღე თავისუფალი ხართ. მართალია, ოჯახის წევრები ამ საქმეში მხარს არ დაგიჭერენ, რადგან ყველას ნოყიერად, ლამაზად და გემრიელად ჭამა სურს.

Аlltime.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, რატომ არის ეფექტური წიწიბურა კეფირით და შეიძლება თუ არ გახდომა უსიამოვნო შედეგების გარეშე. გიზიარებთ ენდოკრინოლოგების და დიეტოლოგების რჩევებს, თუ ვისთვის არის შესაფერისი მონოდიეტა და როგორ დაიკლოთ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ვისთვის არის წიწიბურა სასარგებლო?

წიწიბურა ანტიტოქსიკურ თვისებებს ფლობს, ამიტომ ცუდ ეკოლოგიურ პირობებში მცხოვრები და სახიფათო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის სასარგებლოა. დიაბეტიკებისა და ჭარბწონიანი ადამიანებისთვის იდეალურია. ამის მიუხედავად, დიეტოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაშიც რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს. განტვირთვის დღის მოწყობა შეიძლება, მაგრამ ორთვიანი ინტერვალით. წიწიბურას ფაფა, როგორც რაციონის მუდმივი ნაწილი, სასარგებლოა ღვიძლის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. წიწიბურა გულ–სისხლძარღვთა სისტემის უსიამოვნების დროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.

რით არის მდიდარი წიწიბურის მარცვლეული?

წიწიბურა შეიცავს ბოჭკოებს, რომელიც ნაწლავების მოძრაობას სტიმულირებს. ასეთი ფაფის მიღებით ტოქსინებს და ცუდ ქოლესტერინს სწრაფად მოიშორებთ, ხოლო მიკროფლორა დარეგულირდება. წიწიბურა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ფოსფოლიპიდებს, B, E, PP ჯგუფის ვიტამინებს. ეს ყველაფერი ორგანიზმის სწორად განვითარებაზე პასუხისმგებელია. მარცვლეული მდიდარია რუტინით, რომელიც სისხლძარღვებს აძლიერებს, სისხლს ათხელებს და კალციუმის, C ვიტამინის და რკინის შეწოვას ხელს უწყობს. მოკლედ რომ ვთქვათ, წიწიბურის რეგულარული მიღებით ჯანმრთელობას, სილამაზეს და ახალგაზრდობას შეინარჩუნებთ.

რა სარგებელი აქვს კეფირიან წიწიბურას?

ამ კომბინაციის უპირატესობა ნათელია: წიწიბურა ბევრ ადვილად ათვისებად, ასევე რთულ ნახშირწყალს შეიცავს. მასში თითქმის არაა ცხიმია, ამიტომ წონაში ვერ მოიმატებთ. წიწიბურაში შემავალი უჯრედისის წყალობით ორგანიზმი მადის კონტროლს სწავლობს. აი, კეფირს აქვს ბაქტერიები, რომლებიც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებენ. რძემჟავა პროდუქტი ორგანიზმს საჭირო მინერალებით და ვიტამინებით უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, ასეთი კვების დიდხანს დაცვა არ შეიძლება. მაქსიმუმ – 5 დღე. დიეტის დაწყებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გავლას გირჩევთ.

წიწიბურა კეფირით: რეცეპტი

ყველაფერი მარტივია. წიწიბურის და კეფირის თანაფარდობა 1:3. მარცვლეულს უცხიმო კეფირი დაასხით და მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ. კვების რეჟიმი ასეთია. კერძი დღეში 5–ჯერ, მცირე ულუფებით მიირთვით. განტვირთვის დღეები ზეითუნის ზეთით შეკაზმული სალათებით, ვაშლის პიურეთი და მოხარშული ხორცით შეავსეთ. უმჯობესია, რომ მწვანე წიწიბურა გამოიყენოთ: ის ყავისფერზე უფრო სასარგებლოა და ორგანიზმი უკეთ ინელებს.

ვისთვის არ შეიძლება წიწიბურა კეფირით?

გახსოვდეთ, რომ ღვიძლში ანთებითი პროცესების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს ასეთი დიეტის დაცვა არ შეიძლება. ჯანმრთელობის პრობლემების დროს სწრაფი დიეტის დაცვა არ ღირს. ასე სიტუაციას გაამწვავებთ. კარდინალური დაბალკალორიული კვება დიეტის დარღვევას და დეპრესიას გამოიწვევს. დიეტაზე მყოფი ადამიანი სისუსტის გამო მუდმივად საკუთარ თავზე ბრაზობს. მთავარი მიზეზი ზედაპირზეა: დაუბალანსებელი კვება.

ზოგადი რეკომენდაციები წონაში დასაკლებად

დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ადამიანების უმეტესობას საკვების მიღებებს შორის დიდი შუალედების გაკეთება ან საუზმის გამოტოვება ჩვევად აქვთ. ეს ყველაფერი ვახშამზე ბევრის მირთმევას იწვევს. რაციონის ხარისხიც გახსოვდეთ. ის უნდა მოიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მთელ მარცვლეულს, რძის პროდუქტებს, უცხიმო ხორცს და მცენარეულ ზეთს. ამასთან დღეში მინიმუმ 3–ჯერ უნდა იკვებოთ.

კალორიულობის დაცვაც მნიშვნელოვანია: 1400 კალორია ქალისთვის და 1800 კალორია კაცისთვის. კალორიულობის სერიოზული შემცირება აუცილებლად იწვევს სტრესს, რაც უფრო მეტის მატებას გამოიწვევს.

წყლის ბალანსი არ დაგავიწყდეთ: ჭამამდე ნახევარი საათით 1 ჭიქა თბილი წყლის დალევა ორგანიზმს საჭმლის ნორმალურად გადამუშავებაში დაეხმარება და ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს.

Advertisement