საკითხავი
გამოცდილი დიასახლისები გლიცერინს სარეცხ მანქანას უმატებენ. პატარა ხრიკი
გამოცდილი დიასახლისები თეთრეულის კონდიციონერს არ ყიდულობენ. ისინი ტანსაცმლის დასარბილებლად და სასიამოვნო არომატის მისანიჭებლად სასარგებლო ხრიკს იყენებენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ გლიცერინი სარეცხ მანქანაში.
გამოცდილი მეთოდი შედეგით სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გლიცერინში გარეცხილი თეთრეული ახალივით გამოიყურება. პირსახოცი საოცრად რბილდება. გირჩევთ, სცადოთ.
როგორ და რისთვის გამოვიყენოთ გლიცერინი რეცხვისას
სირბილე და სისუფთავე
გლიცერინი ქსოვილს არბილებს, ჭუჭყის მოშორების პროცესს ამარტივებს. ჩამჯდარ ლაქებსაც უმკლავდება. პირსახოცი რბილი და სუფთა გახდება.
3 ს/კ გლიცერინი სარეცხ მანქანას კონდიციონერის ადგილას დაუმატეთ. საჭირო რეჟიმი დააყენეთ და რეცხვის ციკლი ჩართეთ. თეთრეული რბილი და არომატული გახდება.
ლაქების მოშორება
გლიცერინი როგორც მანქანით, ასევე ხელით რეცხვისას შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტანსაცმელს ფერად ლაქებს მარტივად აშორებს. ყავის, ჩაის ან შოკოლადის ლაქები პრობლემა აღარაა.
გლიცერინი ორთქლის აბანოზე შეათბეთ და ტანსაცმელს დალაქავებულ ადგილზე წაუსვით. 20 წუთის შემდეგ სველი სალფეთქით ნარჩენები მოაშორეთ. თბილ წყალში გარეცხეთ და გააშრეთ.
ფრთხილად იმოქმედეთ!
გლიცერინი ფრთხილად გამოიყენეთ, რომ ქსოვილის ბოჭკოებში ღრმად არ ჩაჯდეს. ასე მისი მოშორება გართულდება, თუმცა შეუძლებელი არაა. ქსოვილი თბილ წყალში ჩაალბეთ, 5 წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ნახევარ საათში წყალი გაავლეთ. გლიცერინი მოშორდება.
თუ სახლში ბოთლი გლიცერინი გაქვთ, რეცხვის პროცესში აუცილებლად გამოიყენეთ. ასე საოცარ შედეგს მიიღებთ.