Connect with us

ყვავილები

რამდენიმე წვეთი რძე ორქიდეას მთელი წელი ყვავილობას აიძულებს

ორქიდეა უჩვეულო და ეგზოტიკური ყვავილია. სახლში მის გაზრდას ცოდნა და დეტალების მიმართ ყურადღება სჭირდება. ორქიდეა ისეთი პრეტენზიული არაა, როგორც ბევრი მიიჩნევს. ორქიდეას სწორად გამოკვება და თანმიმდევრული მოვლა სჭირდება, რომ გაიზარდოს და აყვავილდეს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი საშუალება დაეხმარება ორქიდეას დაუღალავად ყვავილობაში.

საკვები ორქიდეასთვის

ბუნებაში ორქიდეას ნაძვის ქერქი, ხავსი ან კენჭები კვებავს. როცა ორქიდეა სახლში მოგვაქვს, ჩვეულ მკვებავ გარემოს ვართმევთ, სწორედ ამიტომ, მცენარე მინერალური და ორგანული საშუალებებით რეგულარულად უნდა გამოკვებოთ.

მზა საშუალებები მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ქიმიური საშუალების არჩევისას შემდეგი ნიუანსები გაითვალისწინეთ.

  1. საუკეთესო საშუალებები მაგნიუმს, სპილენძს და კალციუმს შეიცავს.
  2. ყვავილობის პერიოდში აზოტის სასუქები გამოიყენეთ.
  3. დასამუშავებელ ხსნარში უნდა შედიოდეს შემდეგი ელემენტები: თუთია, რკინა, ნატრიუმი, მანგანუმი, სპილენძი. ასეთი ნარევი ფოთლებს და ფესვებს აძლიერებს.
  4. ყველაზე ეფექტურია სასუქი, რომელშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერება შედის.

ორქიდეა დიდხანს და უხვად რომ აყვავილდეს, ნაყიდი საშუალებების გამოყენება აუცილებელი არაა. ასეთი ნარევები საკმაოდ ძვირი და ზედმეტად შეფასებულია. შესანიშნავი ხელმისაწვდომი ალტერნატივები არსებობს, რომლებიც გაცილებით იაფი და ეფექტურია. მაგალითად, ოთახის ორქიდეას რძით გამოკვება უყვარს.

ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალებაა. ყველაფერი შემადგენლობის წყალობით. რძე შეიცავს კალიუმს, კალციუმს, აზოტს და მაგნიუმს, რომლებიც ორქიდეას გასაზრდელად აუცილებელია. ისინი მცენარეს ავსებენ, აძლიერებენ, რომ მთელი წელი იყვავილოს.

შინაურული სასუქის მოსამზადებლად 0,5 ლ დაყენებული წყალი და 1 ს/კ რძე აურიეთ. სახლის რძე გამოიყენეთ, რადგან პასტერიზებულ რძეში ყველა ეს ნივთიერება გაცილებით ნაკლებია.

ყვავილის ქოთანი დიდ ჭურჭელში ჩადეთ და სასუქით უხვად მორწყეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ ქოთნიდან წყალი გადაწურეთ და ყვავილი ადგილზე დააბრუნეთ. ასე 2 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გააკეთოთ. ორქიდეა საჭირო ნივთიერებებს შეიწოვს და მალე აყვავილდება.

ყვავილის ფოთლები რძის ხსნარით რეგულარულად შეგიძლიათ გაწმინდოთ. 1 ს/კ სახლის რძეს 2 ს/კ თბილი წყალი აურიეთ. ფოთლები ძლიერი და მწვანე გახდება.

რძის სასუქით ორქიდეა სასარგებლო ნივთიერებებით გაივსება და სწრაფად გაიზრდება. რეგულარული კვებით უწყვეტ ყვავილობას მიიღებთ. ორქიდეა ყვავილის ჩანჩქერი გახდება. სცადეთ და ეგზოტიკური მცენარე მთელი ზამთარი გაგახარებთ!

Advertisement