Connect with us

ჯანმრთელობა

სასარგებლო ასკილის ნახარში: მომზადების სწორი ტექნოლოგია

ნატურალური ნახარში სხვადასხვა დაავადებების დროს პირველი დამხმარეა. ეფექტური საშუალება ორგანიზმს დიდად ეხმარება. ასკილის ნახარში ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა. მცენარე ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. უნდა იცოდეთ, როგორ მოხარშოთ ასკილი სწორად ორგანიზმის ტონუსის გასაზრდელად.

წითელი კენკრა მდიდარია მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით და ვიტამინების ჯგუფით. იდეალურია სურდოს დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ასკილი გულ–სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს.

როგორ მოვხარშოთ ასკილი თერმოსის გარეშე

მომზადების რეკომენდაციები

ასკილის ნახარშმა მაქსიმუმი სარგებელი რომ შეინარჩუნოს, ნაყოფი სწორად მოამზადეთ. ახალი კენკრა გაჭერით და ბუსუსებისგან გაწმინდეთ. გასაშრობად გააჩერეთ. გირჩევთ, რომ ასკილი არ დააქუცმაცოთ. შუაზე გაჭრილი ნაყოფი უფრო გაჯერებულ გემოს უზრუნველყოფს.

შესანახად მინის ქილა გამოიყენეთ, რომელიც მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. ასეთი ნახარში 3 დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ. გირჩევთ, იმდენი კენკრა მოხარშოთ, რამდენიც ერთ მიღებაზე გჭირდებათ. თუ საჭიროა, ახალი ნახარში მოამზადეთ. ასე ბევრ სასარგებლო თვისებას შეინარჩუნებს.

პირველი მეთოდი

ემალის ან მინის ქვაბი აიღეთ. 2 ს/კ ხმელი ასკილი ჩაყარეთ. 500 მლ თბილი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ქურაზე დადგით. 1 საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. მზა ნახარში თბილი დალიეთ.

მეორე მეთოდი

კიდევ ერთი მეთოდი ასკილის წყლის ორთქლზე მოხარშვაა. პატარა ზომის ქვაბი აიღეთ. დიდ ქვაბში პირსახოცი ჩააფინეთ და პატარა ქვაბი ჩადეთ. დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით, პატარაში 2 ს/კ ხმელი ასკილი ჩაყარეთ. ქურაზე დადგით. 1 ჭიქა ცხელი წყალი დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და 15-20 წუთით ქურაზე დადგით. ამის შემდეგ ქურიდან გადმოდგით და ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ნახარში გადაწურეთ. სურვილის შემთხვევაში, ლიმონი და ცოტა თაფლი დაუმატეთ.

ნახარშის მოსამზადებლად როგორც ასკილის ნაყოფი, ასევე მისი ყვავილი, ფოთოლი, ფესვი და ტოტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, მცენარე აუცილებლად გაახმეთ. ასკილის ნახარში ბევრ უსიამოვნებას მოგაშორებთ.

Advertisement