ყვავილები
სოდა ბოსტანში: როგორ გამოვიყენოთ შემოდგომაზე
ბოსტანში შემოდგომაზე იმდენი საქმეა, რამდენიც ზაფხულში. მთელი მოსავალი უნდა აიღოთ, მოაწესრიგოთ, მიწა, ბუჩქები და ხეები გამოკვებოთ, საშემოდგომო ხახვი და ნიორი დარგოთ. ოჯახში სასუქად და მავნებლების წინააღმდეგ მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს და ხალხურ მეთოდებს ვიყენებთ.
ერთხელ ნაცნობმა ბოსტანში სოდის გამოყენების შესახებ მიამბო. საინტერესო ხრიკი ძალიან მომეწონა. წელს ახალ მეთოდს გამოვცდი.
სოდა ბოსტანში: 5 სასარგებლო ხრიკი
1. სოდის სასუქი ხურტკმელის, წითელი და შავი მოცხარის ბუჩქებზე დადებითად მოქმედებს. თუ შემოდგომაზე გამოკვებავთ, მომავალ წელს დიდ, სავსე და გემრიელ კენკრას მიიღებთ, ხოლო ტოტები ძლიერ ახალგაზრდა კვირტებს გაზრდის, რომელიც ნაადრევ გაზაფხულზე წარმატებით განვითარდება. 350 გ სოდა და 500 მლ ანადუღარი თბილი წყალი აურიეთ. ორი თევზის თავი ნარევში ჩადეთ და 7 საათით გააჩერეთ. ასეთი სასუქით მცენარის გარშემო მიწა მორწყეთ.
2. თუ გსურთ, რომ ხახვს და ნიორს ნაკლები ისრები ჰქონდეს, სპეციალურ ხსნარში ჩაალბეთ. 50 გ სოდა და 3 ლ წყალი აიღეთ. მასში ხახვი და ნივრის კბილები 3 საათით ჩადეთ, სანამ მიწაში დარგავთ. ეს როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე შეგიძლიათ გააკეთოთ. სხვათა შორის, ნივრის ისრებს ოჯახში ვიყენებთ. მისი კერძი ძალიან გემრიელია. ამ ხრიკს მხოლოდ ხახვის შემთხვევაში გამოვიყენებ.
3. მარწყვის ულვაში კარგად რომ გაიზარდოს, მკვრივი და ძლიერი იყოს, სოდის ხსნარით და პურის ქერქით სასუქი მოამზადეთ. 400-500 გ ქერქს 5 ლ თბილი წყალი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და სიმძიმე დაადეთ, რომ პური მთლიანად წყალში ჩაიძიროს და დუღილის პროცესი სწორად წარიმართოს. 3-5 დღეში სოდის ხსნარი დაუმატეთ, რომ მოცულობა 10 ლ გახდეს. სასუქი გაწურეთ და მარწყვის ბუჩქები მორწყეთ.
4. სოდა მცენარისთვის სასარგებლოა იმისთვისაც, რომ მავნებლებს, მწერებს და მღრღნელებს ებრძვის. ამისთვის წყალი, სოდა და კალიუმის პერმანგანატი აურიეთ. 10 ლ თბილი წყალი, 5 გ მარგანცოვკა და 5 ს/კ სოდა აურიეთ. მარგანცოვკა საჭიროა, რომ ნიადაგში ჟანგვითი პროცესი განეიტრალდეს.
5. კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი დაგეხმარებათ, რომ სოკოს და ლპობას ებრძოლოთ. შემოდგომაზე ამოთხარეთ ადგილი, სადაც კიტრს და პომიდორს დარგავთ, შემდეგ სოდის კონცენტრატით მორწყეთ. ამისთვის 5 ლ წყალი და 270 გ სოდა აურიეთ.
სოდა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ყოველთვის ხელთ გვაქვს. საკმარისია, სწორად გამოიყენოთ და დაივიწყოთ სოკო, მავნებელი და ცუდი მოსავალი. შემოდგომა საუკეთესო დროა, რომ ახალი ხრიკი თქვენს ნაკვეთზე გამოსცადოთ.