Connect with us

თავის მოვლა

დაიწვეთეთ 5 წვეთი ეს ზეთი ხელის გულზე და შეიზილეთ სახეზე, რათა ჩამორეცხოთ ნაოჭები და ზედმეტი წლები კანიდან 15 დღეში

დრო დაუნდობელია ისეთი ლამაზი არსებების მიმართაც კი, როგორებიც ქალბატონები არიან. წლების მატების პარალელურად ჩვენს კანზე ჩნდება პატარა ზომის ნაოჭები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღრმავდება და უფრო მეტად შესამჩნევი ხდება. გარდა ნაოჭების გაჩენისა, ჩვენი კანი კარგავს ელასტიურობასა და სიმტკიცეს. საკმაოდ ხშირია პიგმენტური ლაქების გაჩენაც, რაც ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს.

ეს კოსმეტიკური დეფექტები მით უფრო სწრაფად ვითარდება სახეზე, რაც უფრო მეტად მშრალია ჩვენი კანი. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი გამოცდილი კოსმეტოლოგი საკუთარ პაციენტებს მოუწოდებს, რეგულარულად იზრუნონ კანის სათანადოდ დატენიანებაზე და გამოკვებაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ნაადრევი დაბერების თავიდან არიდება და მუდმივად შეუდარებელ ფორმაში ყოფნა. ნატურალური ზეთები გაცილებით უკეთ უმკლავდება ამ დავალებას, ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური კრემი. გაითვალისწინეთ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ გსურთ, თქვენს ნამდვილ ასაკთან შედარებით ყოველთვის გაცილებით ახალგაზრდად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.

საუკეთესო ზეთები სახის კანისთვის

1. ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობა – მარადმწვანე მცენარე, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნოებში. ზეთი, რომელსაც მისგან იღებენ, უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა.

ჟოჟობას ზეთი მდიდარია ეიკოზინის მჟავით, რომელიც აუმჯობესებს უჯრედულ ცვლას და აჩქარებს კანის ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, ოლეინისა და ნერვინის მჟავებით, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. ამ ზეთში შემავალი კოლაგენი ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული კოლაგენის იდენტურია.

2. აბუსალათინის ზეთი

მოცემულ ზეთს საკმაოდ ხშირად იყენებენ არა მხოლოდ თმის, წარბებისა და წამწამების გასაძლიერებლად, არამედ თვალების გარშემო არსებული კანის მოსავლელადაც. აბუსალათინის ზეთი მდიდარია ოლეინის, ლინოლენისა და რიცინოლენის მჟავებით, რომლებიც სწრაფად შეიწოვება კანის ფორებში.

3. ზეითუნის ზეთი

ყველამ კარგად ვიცით, რომ ზეითუნის ზეთი მართლაც უნიკალური საშუალებაა. თავის მოსავლელად მას იყენებენ არა მხოლოდ კომპრესების სახით, არამედ სვამენ პირდაპირ. ზეითუნის ზეთი უფრო მეტად ატენიანებს კანს, ვიდრე კვებავს მას, რის გამოც ამ საშუალებას საბაზისო პროდუქტად აღიქვამენ და მას სხვა კოსმეტიკურ პროდუქტებთან ერთად იყენებენ. მაგალითად, არაჩვეულებრივი იქნება თუ თქვენს ღამის კრემში რამდენიმე წვეთ ზეითუნის ზეთს ჩაამატებთ.

4. ნუშის ზეთი

ნუში – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროდუქტი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებაც ყველას არაერთხელ გვსმენია. ის მდიდარია ცილებითა და გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც შიგნიდან კვებავს ჩვენს ორგანიზმს. ცხიმში ხსნადი ვიტამინები, მაგნიუმი, კალციუმი და სხვა მინერალები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ნუშის ზეთი, არაჩვეულებრივად კვებავს ჩვენს კანს და აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის პროცესს. ნუშის ზეთისთვის დამახასიათებელია მსუბუქი გამათეთრებელი ეფექტიც. ეს საშუალება არაჩვეულებრივად ათანაბრებს ჩვენი კანის ტონს.

5. სელის ზეთი

სელის ზეთი ყველა სხვა ზეთისგან განსხვავდება იმით, რომ ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით პროტეინს. სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული მოცემული პროდუქტის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ჩვენს კანზე. თუ რეგულარულად სელის ზეთს სახის კანის მოსავლელად გამოიყენებთ, ლიფტინგ ეფექტი და სახის ოვალის გაუმჯობესება ყოველგვარი ოპერაციის გარეშე მარტივად მისაღწევი გახდება.

6. ასკილის ზეთი

მოცემული პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 15 სახეობის ცხიმოვან მჟავას, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ლინოლისა და ლინონენის მჟავებს, რომლებიც ამაღლებს ეპიდერმისის თავდაცვით ძალებს. მოცემული ზეთი მდიდარია A ვიტამინითაც, რომელიც ეფექტურად ებრძვის კანის ასაკობრივ ცვლილებებს, და C ვიტამინით, რომელიც იცავს ჩვენს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისგან და ამარაგებს მას საჭირო რაოდენობით ჟანგბადით.

7. ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც აღადგენს ცხიმის ცვლის ჯანსაღ პროცესს ქსოვილებში. მოცემული პროდუქტი მდიდარია სტერინებითაც – ანთების საწინააღმდეგო თვისებით გამორჩეული ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ძლიერი ანტისეპტიკის მსგავსად. მოკლედ რომ ვთქვათ, ქაცვის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის ტონის გასათანაბრებლად, მისი გაღიზიანების მოსახსნელად და დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის პროცესის დასაჩქარებლად.

8. გარგარის ზეთი

A და E ვიტამინები, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს გარგარის ზეთი, აუმჯობესბეს კანის ტურგორს – მისი უნარი, შეინარჩუნოს სიმტკიცე და ელასტიურობა. მოცემული პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინ B15-საც, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას კანის ქსოვილებისთვის.

9. ქოქოსის ზეთი

გამაახალგაზრდავებელი ეფექტი სახის კანზე განპირობებულია ქოქოსის ზეთში შემავალი მირსტინისა და ლაურინის მჟავებით. ფოლიუმის მჟავა, რომელიც ასევე ჭარბადაა მოცემულ პროდუქტში, ეფექტურად ამარცხებს აკნეს და ნებისმიერი სხვა სახის გამონაყარს. ქოქსის ზეთი საკმაოდ ხშირად გამოიყენება მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან თავის დასაცავად და დამწვრობის სამკურნალოდ. ის აღადგენს კანს უჯრედულ დონეზე.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რომელი ზეთები შეგიძლიათ გამოიყენოთ თავის მოსავლელად. როგორც უკვე გითხარით, რეგულარულად კანის დატენიანება და გამოკვება ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.