Connect with us

ჰოროსკოპი

ვნებიანი ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობაზე დამოკიდებულია

ყველა შეყვარებული წყვილი ვნებიან კავშირზე ოცნებობს, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. ასტროლოგების თქმით, ეს ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. თუ იდეალური ურთიერთობა გსურთ, ნიშნების თავსებადობას უნდა გადახედოთ.

ასტროლოგები ამბობენ, რომ ერთი სტიქიის ან მონათესავე ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს საუკეთესოდ ეწყობა. მაგალითად, მიწის და წყლის სტიქიის ნიშნები, ცეცხლის და ჰაერის სტიქიის ნიშნები.

აი, მგზნებარე ურთიერთობა ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება წარმოიშვას. მაგალითად, ვერძი და მორიელი, რომლებიც ცეცხლოვან მარსს ემორჩილებიან.

როცა ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ცეცხლი იფრქვევა. მათი ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. ერთად თავს კარგად გრძნობენ და ფიქრობენ, ხელს ვერაფერი შეუშლით. თუმცა მალე პრობლემები იწყება. ურთიერთობაში ზედმეტი ცეცხლია დანთებული.

სასწორი და თევზები რომანში, ოკეანეში ცურავენ. რა თქმა უნდა, სიყვარულის ოკეანეში. ორივე მზადაა, რომ ერთმანეთს სიყვარული და სერიოზული განზრახვა დაუმტკიცოს. სინამდვილეში, ორივეს სირთულეები აშინებს და სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არიან.

ლომი და კურო გრძნობების საჯაროდ გამოხატვას, ალერსს არ ერიდება. ერთმანეთს თვალებით ჭამენ. ორივე ჯიუტია, დიდხანს ერთად ვერ იცხოვრებენ. მათთვის პირადი ჩვევები და ცხოვრების წესი უფრო მნიშვნელოვანია.

ქალწული და მშვილდოსანი ერთმანეთს ეხმარებიან. თან ერთმანეთს აგიჟებენ. ქალწული მშვილდოსანს სწორი გზის პოვნაში ეხმარება, მშვილდოსანი ქალწულს ართობს. ვნებიანი კავშირი ქორწილით დასრულდება, თუ ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ.

ვნებიანი ზოდიაქოს ნიშნები

თხის რქას და მერწყულს სატურნი მართავს. თხის რქა კონსერვატორია და ტრადიციებს იცავს. მერწყული ნამდვილი მეამბოხე. იმდენად განსხვავდებიან, რომ ერთმანეთს იზიდავენ. უნიკალურ კავშირს ქმნიან, რომელიც ვნებით და სიყვარულით სავსეა.

კირჩხიბის და ტყუპების ურთიერთობა ამერიკულ მთებს ჰგავს. ორივე ემოციების გამკლავებას ცდილობს, ერთმანეთს კარგად ავსებენ. დინების წინააღმდეგ არ მიდიან. საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებას ცდილობენ.

მერწყულის და მორიელის ურთიერთობა ჯეკპოტის მოგებას ჰგავს. ერთმანეთს კარგად უგებენ და ამის წყალობით ახლოვდებიან. კამათისას საერთო ენის პოვნა უჭირთ. კომპრომისებზე წასვლა არ შეუძლიათ.

მეგობრული სასწორი, რომელსაც მორიელი უყვარს, მას გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება. მომგებიანი კავშირია. ორივე თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ მალე სასწორი მიხვდება, რომ ცივი მორიელის ატანა არ შეუძლია.

ვერძს გმირად ყოფნა მოსწონს, ხოლო კირჩხიბს დაცვა სჭირდება. ვნებიანი ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებენ, სანამ ვერძი მიხვდება, რომ კირჩხიბი მასზე ემოციურად დამოკიდებულია.

თევზები და მშვილდოსანი – ამ ნიშნებს ბევრი საერთო აქვთ. ყველაზე წარმატებული კავშირია, რადგან მეორე ნახევრის ნაკლოვანებებზე მორგება შეუძლიათ. თუ მათი პრინციპები განსხვავდება, პრობლემები აუცილებლად წარმოიშვება. ვნება მათ კავშირს ვეღარ გადაარჩენს.

ვნება ძლიერი კავშირის შენარჩუნებაში ვერ დაგეხმარებათ. მისი დაკავება რთულია. პარტნიორის არჩევისას არა მხოლოდ მისი ზოდიაქოს ნიშანი, არამედ ხასიათი და თქვენ მიმართ დამოკიდებულებაც გაითვალისწინეთ.

Advertisement