Connect with us

ყვავილები

ამ მცენარეებს გამოცდილი მებაღეები შემოდგომაზე რგავენ, რომ გაზაფხულზე ადრეულად აყვავილდეს

თუ გსურთ, რომ გაზაფხულზე თქვენს ბაღში ლამაზი ყვავილები ყველაზე ადრე გაიშალოს, Аlltime.ge–ს რედაქცია გამოცდილი მებაღეების რჩევებს გიზიარებთ. გიამბობთ, რომელი ყვავილებია ყინვაგამძლე, რომლებიც შემოდგომაზე შეგიძლიათ დარგოთ.

ამ სეზონზე დარგული მცენარის იმუნიტეტი ძლიერდება. მას ცივი ზამთრის გადატანა უმარტივდება. ასეთი მცენარესთვის გაზაფხულის მოულოდნელი აცივება არაფერია. თან ზამთარში ნერგების გამოყვანა არ მოგიწევთ. დარგეთ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ფერადი აყვავებული ბაღის ყურებით დატკბით.

მცენარეები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა დარგოთ

ფურისულა

ამ პრეტენზიული ყვავილის თესლი სწრაფად ღვივდება და იზრდება. მოსავლის აღებისთანავე დათესეთ. თავდაპირველად, კონტეინერში გაზარდეთ. მეორე წელს მისი ფესვების სისტემა გაძლიერდება და ღია ნაკვეთზე გადარგვას შეძლებთ.

მრავალწლიანი ასტრა

ოქტომბრის ბოლოს  ოდნავ გაყინულ მიწაში დარგეთ. მისთვის ნაკლებად ტენიანი და ნათელი ადგილი შეარჩიეთ. ჩრდილს და ჭარბ ტენიანობას ვერ იტანს. მომავალ წელს პირველი ყვავილი გამოჩნდება.

დიცენტრა

დიცენტრას ბევრი სითხე უყვარს, ამიტომ მისთვის ტენიანი და ნაყოფიერი მიწა შეარჩიეთ. მისმა ფესვებმა აცივებამდე განვითარება უნდა მოასწროს, ამიტომ სექტემბრის დასაწყისში ან შუა რიცხვებში დარგეთ. ორმოს კომპოსტი, ღორღი და ცოტა მიწა დაუმატეთ.

ხანჭკოლა

ზამთრის წინ დარგეთ. ამ დროს მცენარისთვის მიწის ხარისხი საუკეთესოა. მჟავე მიწაში დარგეთ. სხვა შემთხვევაში ყვითლად შეიღებება. ზრდის დასაჩქარებლად ტორფში არეულ ღია გრუნტში დარგეთ.

ასტილბა

ასტილბა შუა სექტემბერში დარგეთ. მიწა ორგანული სასუქით ან კომპოსტით აუცილებლად გამოკვებეთ. 1 მ² მიწას 2 ვედრო კომპოსტი დაუმატეთ. ბუჩქები დათბუნეთ და ნახერხის მულჩით დაფარეთ.

ციურა

სექტემბრის ცივი ამინდები კარგი პერიოდია, რომ ციურა დარგოთ. ბუჩქები დაყავით ისე, რომ თითოეულს კვირტები ჰქონდეს. ახალდარგული მცენარე უხვად მორწყეთ.

დეზურა

ამ უპრეტენზიო მცენარეს მთელი 10 წელი გადარგვა არ სჭირდება. თუ გადარგვას აპირებთ, ეს სექტემბრის დასაწყისში გააკეთეთ. ასე აცივებამდე გაფესვიანებას მოასწრებს.

თქვენი აგარაკისთვის ყვავილების სახეობები და მათი ადგილი სწორად დაგეგმეთ. გაზაფხულის თბილ დღეებში კი ლამაზი გაშლილი ყვავილებით ისიამოვნეთ.

Advertisement