ყვავილები
მარწყვი სექტემბერში გამოკვებეთ, რომ მომავალ წელს უხვი მოსავალი მიიღოთ
მარწყვი პრეტენზიული მცენარეა, რომელზეც სათანადოდ უნდა იზრუნოთ, თუ კარგი მოსავლის აღება გსურთ. შემოდგომა საუკეთესო პერიოდია, რომ მარწყვი მომავალი სეზონისთვის მოამზადოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რით და როგორ გამოკვებოთ მარწყვი სექტემბერში.
მარწყვის მოვლა სექტემბერში
გამოკვებამდე კენკრის აღების შემდეგ ბუჩქს გამხმარი ფოთლები და ულვაშები მოაჭერით. გამოცდილი მებოსტნეები გირჩევთ, რომ მწვანე მასა მთლიანად არ მოაშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარწყვი დაისტრესება და დაკარგული მწვანე ფოთლების აღდგენას ეცდება, ხოლო ყვავილის ყუნწის ფორმირებას შეაფერხებს. თუ მოსავლის შემცირება არ გსურთ, მხოლოდ გაფუჭებული და გამხმარი ფოთლები მოაჭერით. უფრო გვიან ბუჩქების გადაჭრა რეკომენდებული არაა.
სექტემბერში მარწყვის ბუჩქები მხოლოდ გამოკვებეთ. სხვა არაფერი სჭირდება. მის გარშემო მიწა გააფხვიერეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ფესვები არ დაუზიანოთ. შეგიძლიათ გამოკვებაზე გადახვიდეთ. ასე მომავალი გაზაფხულისთვის უფრო ენერგიული გახდება.
მარწყვის გამოკვება
მარწყვს შემოდგომაზე ფოსფორი და კალიუმი სჭირდება. მათი დახმარებით გაძლიერდება. თუ მცენარე შარშან დარგეთ, არ გამოკვებოთ. სასუქის დამატება მხოლოდ 2 წლიდან იწყება. სასუქი წვიმის შემდეგ დაუმატეთ ან გამოკვებამდე ჩვეულებრივი წყლით მორწყეთ.
გამოგადგებათ შემდეგი მზა სასუქები: სუპერფოსფატი (10-20 გ 10 ლ წყალში გახსენით), კალიუმის სულფატი (10-20 გ 10 ლ წყალში გახსენით) და კალიუმის მონოფოსფატი (10-15 გ 10 ლ წყალში გახსენით). კალიუმის მონოფოსფატი შედარებით უკეთესი ვარიანტია, მაგრამ მისი ნაკლი ფასია. სამაგიეროდ, მცენარე ამ სასუქს კარგად ითვისებს. სასუქი წყალში გააზავეთ და ბუჩქები მორწყეთ ან მშრალი ფხვნილი მოაყარეთ და გაფხვიერებისას მიწას აურიეთ.
თუ ორგანულ სასუქს უპირატესობას ანიჭებთ, ნაცარი გამოგადგებათ. მასში ბევრი კალიუმი შედის. 1 სუფრის კოვზი ნაცარი თითოეული ბუჩქის ქვეშ დაყარეთ. ფოსფორის მისაღებად ძვლის ან თევზის ფქვილი გამოიყენეთ. 200 გ ფხვნილი 1 კვადრატულ მეტრ კვალზე გამოიყენეთ. თუ მარტივად მოქმედება გსურთ, კომპლექსური მზა სასუქი „საშემოდგომო“ შეიძინეთ.
მარწყვზე სექტემბერში სწორად იზრუნეთ და მომავალ სეზონზე უხვი კენკრით ისიამოვნეთ.