ყვავილები
საუკეთესო დღეები ნივრისა და ხახვის დასათესად მთვარის კალენდრის მიხედვით
ბოსტანში მუშაობა თითქმის დავასრულეთ. მხოლოდ საშემოდგომო ხახვისა და ნივრის დათესვა დაგვრჩა. დროის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. ამინდი, ასევე მთვარის კალენდარი უნდა გაითვალისწინოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის ღირს ნივრის და ხახვის დათესვა შემოდგომაზე მთვარის კალენდრის მიხედვით.
ხახვის დათესვა შემოდგომაზე
პირველ რიგში, ამინდის შესახებ გიამბობთ. ამინდი სწორად უნდა გამოთვალოთ. ნივრის კბილებს გასაფესვიანებლად 2-3 კვირა სჭირდება, მაგრამ გაზრდა არ უნდა დაიწყოს. ჩვეულებრივ, ხახვს და ნიორს ოქტომბერში თესავენ. კონკრეტული დრო რეგიონზეა დამოკიდებული. რისკის შესამცირებლად ორ ეტაპად დათესეთ: სექტემბრის ბოლოს და შუა ოქტომბერში.
მთავარი პირობა: დღისით მიწის ტემპერატურა 15 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს. ჰაერის ტემპერატურა 5-7 გრადუსი უნდა იყოს. სტაბილური ამინდის პირობებში ხახვის და ნივრის დათესვა შეგიძლიათ დაიწყოთ.
საუკეთესო დღეები დასათესად
როგორც წესი, კარგი მოსავლის მისაღებად საკმარისია, რომ დროულად დათესოთ, სწორად იზრუნოთ და შესაფერისი მეზობელი შეურჩიოთ. თუ ასტროლოგიით დაინტერესებული ხართ, დასათესად მთვარის კალენდრის მიხედვით საუკეთესო დღეები შეარჩიეთ.
ხახვი და ნიორი იმ მცენარეებს მიეკუთვნება, რომელთა ძირითადი ნაწილი მიწაშია. ამ მიზეზით კლებად მთვარეზე უნდა დათესოთ. ამ დროს სასიცოცხლო ძალები ქვემოთ მიმართულია. ასტროლოგების თქმით, თესვის დროს მთვარე კუროს, ქალწულის ან თხის რქის ანუ მიწის სტიქიის ნიშანში უნდა იყოს.
სექტემბრის საუკეთესო დღეები. 14 და 15 საუკეთესო დღეებია, რომ ხახვი და ნიორი დათესოთ. უბრალოდ კარგი დღეები 11, 18, 19 და 20 სექტემბერი. 7, 8, 9 და 26 სექტემბერს არაფრის დარგვა არ ღირს.
ოქტომბრის საუკეთესო დღეები. 1, 2 და 3 ოქტომბერი ახალი მთვარის შემდეგ დასათესად კარგი დროა. მთვარე იზრდება, ანუ უნდა დათესოთ ხახვი, რომელსაც მწვანილისთვის ზრდით.
6, 7 და 8 სექტემბერი დასათესად საუკეთესო დღეები არ არის. მთვარე იზრდება და თევზის ნიშანშია. თევზის სტიქია კულტურის ყინვის მიმართ გამძლეობაზე ცუდად მოქმედებს.
2022 წლის 11, 12, 16, 17, 23 და 24 ოქტომბერი ყველაზე ხელსაყრელი დღეებია საშემოდგმო ნივრისა და ხახვის დასათესად. 26–დან 30 ოქტომბრამდე პერიოდიც ცუდი არაა, მაგრამ დასათესად შეიძლება გვიანი იყოს.
აირჩიეთ საუკეთესო დღე ხახვის და ნივრის დასათესად და მასზე სწორად იზრუნეთ, რომ უხვი მოსავალი მიიღოთ.