Connect with us

საკითხავი

ჯულია რობერტსის სილამაზის მთავარი საიდუმლო, რომელსაც ნაოჭები არ აშინებს

ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი მალე 55–ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ასაკის მიუხედავად საოცრად გამოიყურება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა არის ჰოლივუდის მსახიობის სილამაზის მთავარი საიდუმლო.

28 ოქტომბერს ჯულია რობერტსს 55 წელი შეუსრულდება. მსახიობს ასაკი არ აწუხებს. წლების მატებასთან ერთად უფრო უკეთესი ხდება, რადგან სიბერე მიიღო და ამას ბუნებრივად აკეთებს.

უშიშრად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მისი ნაოჭები და ნაკლოვანებები ჩანს. უმაკიაჟო სელფები მის სოციალურ ქსელში ხშირად ქვეყნდება. მსახიობს არაფრის ერიდება. გარეგნობაში სპეციალურ ჩარევაზე უარს ამბობს. ისედაც ჩანს, რომ პლასტიკური ქირურგიის მომსახურებით არ უსარგებლია.

ბუნებრივია, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო, რომ 55 წლისას ასეთი ფორმა შეინარჩუნოთ. თან საკუთარ თავზე მუშაობა ახალგაზრდობაში უნდა დაიწყოთ. ალბათ, უკვე იცით, რომ კვება და ვარჯიში ყველაფრის საფუძველია.

რობერტსი 15 წელია უგლუტენო დიეტას იცავს. ხორბლის ფქვილის ნაწარმს, მაკარონს, ძეხვს და სოსისს, ტკბილეულს და წასახემსებლებს, როგორც ორგანიზმის დამაბინძურებელ მავნე პროდუქტებს არ მიირთმევს. ასეთი პროდუქტები ორგანიზმს ნაადრევად აბერებს.

მსახიობი ცდილობს მიირთვას მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, რომელიც ორგანულად მოყვანილია. გიჟდება პარკოსანზე, კინოაზე, ბატატსა და ქოქოსის წყალზე. დაბალანსებულად იკვებება, ყოველდღიურად ქათმის ხორცს ან თევზს მიირთმევს.

ჯულია რობერტსის სასარგებლო ჩვევები

მსახიობი სხვადასხვა სახეობის სპორტით აქტიურად დაკავებულია. დილას იოგით იწყებს. ასეთი პრაქტიკა სტრესს ხსნის და სხეულთან კონტაქტს აუმჯობესებს. იოგა ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ფიზიკურ ფორმას აუმჯობესებს. თან განწყობაც მაღლდება.

გარდა ამისა, მსახიობს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში პლიომეტრიკა ეხმარება. ხტომითი ვარჯიშია, რომელიც სიჩქარეს, გამძლეობას და კუნთების მასას ავითარებს. პლიომეტრიკას მწვრთნელის თანდასწრებით ასრულებს.

ლამაზმანი სირბილზე გიჟდება. სტეპაერობიკა და წყლის თხილამურები მისი გატაცებაა. აქტიური ცხოვრებით ლამაზ ფორმებს და ტონუსს ინარჩუნებს.

ჯულია რობერტსი თავდაჯერებული ქალია. როგორც თავად ამბობს, მისი საიდუმლო მარტივია. ზურგი ყოველთვის გამართული აქვს. მხრების გამართვით ნებისმიერი გოგო გარდაიქმნება.

ბავშვობაში დიდი პირის გამო დასცინოდნენ, მაგრამ სწორედ ეს მისი სავიზიტო ბარათი გახდა. მისი ქათქათა ღიმილი საერთოდ თვალისმომჭრელია. ასეთი სითეთრის მისაღებად მსახიობი იყენებს კბილის პასტას, რომელიც სოდას და ფთორს შეიცავს.

მზისგან დამცავ საშუალებებს აუცილებლად იყენებს, რადგან ულტრაიისფერი სხივები კანის ნაადრევად დაბერებას იწვევს. ამ მიზეზით არ ირუჯება.

მსახიობის სხვა ჩვევები

მსახიობს შეუძლია, რომ ნებისმიერი კოსმეტიკა შეიძინოს, მაგრამ მისი მთავარი საშუალება ზეითუნის ზეთია, რომელსაც სახის და ტანის მოვლის კრემებს უმატებს. ზეითუნის ზეთს თმაზეც იყენებს.

ჯულია რობერტსი ბოტოქსს არ იკეთებს და პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს, მაგრამ დროდადრო სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურებს იტარებს და სახეზე დამატენიანებელ და მკვებავ ნიღბებს ისვამს.

დაბალანსებული კვება, ვარჯიში, აქტიური ცხოვრების წესი, კოსმეტიკური პროცედურები და პოზიტიური აზროვნება ეხმარება, რომ 55 წლის ასაკშიც საოცრად მიმზიდველი იყოს. ნამდვილად მისაბაძი მაგალითია.

Advertisement