ყვავილები
მოცხარს შემოდგომაზე ვამრავლებ, რომ ცოცხალი ღობე მივიღო
მოცხარი, რომელიც C ვიტამინის საწყობია, ყველას უყვარს. მისგან გემრიელი მურაბა, ჯემი და კომპოტი შეგიძლიათ მოამზადოთ. უხვი მოსავლის მისაღებად მოცხარი ადვილად შეგიძლიათ გაამრავლოთ. ეს შემოდგომაზე გააკეთეთ, რომ გაზაფხულზე ახალგაზრდა ბუჩქი გაძლიერდეს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაამრავლოთ მოცხარი.
მოცხარის გამრავლება გადაწვენით
უპრეტენზიო შავი მოცხარი სწრაფად შეგიძლიათ გაამრავლოთ. ამ შემთხვევაში გადაწვენით გამრავლება ერთ–ერთი უმარტივესი მეთოდია. მეთოდი პრეტენზიულ წითელ და თეთრ მოცხარზეც ეფექტურ შედეგს იძლევა.
- აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში მოცხარის ტოტი მიწაში ჩამარხეთ.
- არ მოწყვიტოთ და მოჭრათ. უბრალოდ ქვედა ტოტები დაბლა დაწიეთ და ჩამარხეთ.
- ასეთი ტოტი შემოდგომაზე გაფესვიანდება. ზამთარში პროცესს შეაჩერებს, ხოლო გაზაფხულზე გაორმაგებული ძალით გაიზრდება.
- მთელი ზაფხული გადანაწვენი დედა ბუჩქის გვერდით გაზარდეთ.
- მომდევნო შემოდგომაზე აცივებამდე დააცალკევეთ და ახალ ადგილზე გადარგეთ.
ხრიკი ბევრი ნერგის მისაღებად
თუ ბევრი ნერგი გჭირდებათ, მოცხარი კალმებად დაყავით. ტოტები მოაჭერით, გააღვივეთ და მიწაში ჩარგეთ. თუ ამას ზაფხულში გააკეთებთ, მწვანე ტოტები გადაჭერით და პირდაპირ მიწაში ჩარგეთ. თუ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გადაჭრით, ტოტები ჯერ გააფესვიანეთ.
თუ მოცხარის ბუჩქისგან ცოცხალი ღობის გაკეთება გსურთ, სხვაგვარად მოიქეცით. ზაფხულში რამდენიმე ქვედა ტოტი მიწაზე დააწვინეთ. ტოტების წვერები გადაჭერით. ასე გვერდითა ყლორტებს გაზრდით. შემოდგომაზე თითოეული ტოტიდან 3-4 წანაზარდს მიიღებთ, რომ მოცხარი გაამრავლოთ.
რჩევები მოცხარის გასამრავლებლად
კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა უხვი მოსავლის მისაღებად:
- შავი მოცხარი, რომელმაც წანაზარდი უკვე გაზარდა, გაზაფხულზე შეგიძლიათ დააცალკევოთ.
- ტოტის ზომა და სისქე გაითვალისწინეთ. თუ თხელი და პატარაა, შემოდგომას დაელოდეთ.
- წითელი და თეთრი მოცხარის შემთხვევაში მხოლოდ შემოდგომაზე დააცალკევეთ. ამ ჯიშებს ნაზი და თხელი ტოტები აქვს, ნაკლებად გამძლეა.
- წანაზარდები ზამთარში სიცივისგან დაიცავით. ნახერხი, ჩალა, ფოთლები, კომპოსტი გამოიყენეთ.
ბუჩქები ლამაზად და სწორად დარგეთ, თუ ცოცხალი ღობის მიღება გსურთ. კენკრის ბუჩქი მოსავლითაც გაგახარებთ. კონსერვები გააკეთეთ და სხვადასხვა კერძებში გამოიყენეთ.