თავის მოვლა
იაფი საშუალება, რომელიც ბოსტანში მუშაობის შემდეგ ხელის კანს სინაზეს უბრუნებს
ბოსტანში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ხელის კანი შრება, უხეშდება და ჭუჭყი ჯდება, როგორც არ უნდა სცადოთ მისი დაცვა. სააგარაკო სეზონის შემდეგ კანს ტოტალური რეანიმაცია სჭირდება, რომ სინაზე დაიბრუნოს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ აღადგინოთ კანი.
ბოსტანში მუშაობის დასრულების შემდეგ ერთი საღამო საყვარელ ხელებზე ზრუნვას დაუთმეთ. თბილი აბაზანა მიიღეთ. კანი დაორთქლდება და გათბება. სხეული დაისვენებს და ხელს მომდევნო ეტაპისთვის მოამზადებთ.
კანიდან და ფრჩხილებიდან ჭუჭყის მოშორება სცადეთ. თუ ხელსაწყოებით ჭუჭყი ბოლომდე ვერ მოაშორეთ, ლიმონი გამოგადგებათ. ლიმონის წვენი თითებსა და ხელისგულებზე წაისვით. თუ ესეც უშედეგო აღმოჩნდა, შინაურული ხსნარი მოამზადეთ.
ამისთვის 2 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და 1 ს/კ სარეცხი საშუალება ან თხევადი საპონი აურიეთ. ნარევი ხელზე წაისვით, 5 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. ჭუჭყი მოგშორდებათ. დამატებით სკრაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ. უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
გაწმენდილ კანს დატენიანება სჭირდება. კანის სიმშრალე მთავარი პრობლემაა. ხელის კრემი კანს არბილებს, თუმცა ნიღბის გამოყენებას გთავაზობთ. 1 ს/კ არაჟანი, 0,5 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი აურიეთ და კანზე წაისვით. 15 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი კანს ატენიანებს და ათეთრებს.
დამატებით ახალი კიტრის კომპრესიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახეხილ კიტრს 100 გ კეფირი და სუფრის კოვზი სელის ზეთი დაუმატეთ. ხელზე წაისვით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
ეფექტური პროცედურები რეგულარულად ჩაიტარეთ, რომ ხელები ყოველთვის მოვლილი იყოს.