Connect with us

საკითხავი

რჩევები, როგორ გაწმინდოთ მატრასი ყვითელი ლაქებისგან

საუკეთესო დიასახლისსაც სახლის გენერალური დალაგებისას რჩება ადგილები, რომელსაც რეგულარულად არ წმენდს. მაგალითად, მატრასი. მასზე მტვერი, ტკიპა, თმა გროვდება, დროთა განმავლობაში ყვითელი ლაქები და უსიამოვნო ლაქები ჩნდება. თუ ძვირადღირებული ქიმიის გამოყენება არ გსურთ, ხალხურ მეთოდებს გთავაზობთ. ასე მატრასს სწრაფად და იაფად გაწმენდთ. ყვითელ ლაქებს და უსიამოვნო სუნს დაივიწყებთ. პროპორციები აუცილებლად დაიცავით. მატრასი ძველებურად თეთრი გახდება.

პირველი მეთოდი. დაგჭირდებათ 4 ს/კ სოდა, 250 მლ წყალბადის ზეჟანგი (3%) და რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. პულვერიზატორში ჩაასხით და შეანჯღრიეთ. მატრასის ჭუჭყიანი ადგილები ამ ნარევით დაამუშავეთ. ნარევის გაშრობას დაელოდეთ. ჯაგრისით გაწმინდეთ. უსიამოვნო სუნი და ყვითელი ლაქები გაქრება.

მეორე მეთოდი. დაგჭირდებათ 200 გ სოდა და 6 წვეთი ეთერზეთი. ინგრედიენტები აურიეთ. ნარევი ყვითელ ლაქას წაუსვით და 1 საათით გააჩერეთ. მტვერსასრუტით საწმენდი საშუალების ნარჩენები მოაშორეთ. ლაქა გაქრება.

მესამე მეთოდი. დაგჭირდებათ 0,25 ჭიქა თეთრი ძმარი, 0,5 ჭიქა სოდა და 3 ს/კ წყალბადის ზეჟანგი. სოდა ჭუჭყიან ადგილებს და ყვითელ ლაქებს წაუსვით. თეთრი ძმარი მოასხით. ჯაგრისით ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ღრუბელი წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ და ძალიან ჭუჭყიანი ადგილები გახეხეთ. მატრასი გააშრეთ და თუ შესაძლებელია, ქუჩაში გაანიავეთ. ლაქები უკვალოდ გაქრება.

საუკეთესო რჩევები

გირჩევთ, რომ ახალი ლაქები მაშინვე მოიშოროთ. ასე არ ჩაჯდება და შემდეგ მის მოშორებაზე წვალება არ მოგიწევთ.

  • ტუჩსაცხის კვალი. ჩვეულებრივი სპირტი მის მოშორებაში დაგეხმარებათ. ტუჩსაცხის კვალი კარგად გახეხეთ. ახლა სველი ღრუბლით გაწმინდეთ.
  • წითელი ღვინის კვალი. მარილით ღვინის კვალს ადვილად მოიშორებთ. ლაქას მარილი მოაყარეთ, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
  • ყავის კვალი. სპეციალური ხსნარი მოამზადეთ. 1 ჭიქა წყალი და 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი აურიეთ. სითხე ლაქას წაუსვით, 6-7 წუთით გააჩერეთ, სველი ღრუბლით გაწმინდეთ.

ზემოთ მოცემული მეთოდები გამოიყენეთ, რომ მატრასს ძველებური გარეგნობა დაუბრუნოთ. ახლა მატრასზე წოლა სასიამოვნო იქნება.

Advertisement