ჯანმრთელობა
6 შემთხვევა, როცა ნემსიწვერა დაგეხმარებათ
ნემსიწვერა უჩვეულოდ ლამაზი ყვავილია, რომელსაც, ძირითადად, ლამაზი გარეგნობის გამო ზრდიან. მცენარე საცხოვრებელს ნამდვილად ამშვენებს. დამატებით, ოთახის ბალბიფოთოლა სამკურნალო თვისებებს ფლობს, რომლის გადაჭარბებით შეფასება რთულია. ნემსიწვერის სარგებელი იმდენად დიდია, რომ ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.
Alltime.ge–ს რედაქცია ამ დიდებული ყვავილის 6 სამკურნალო თვისების შესახებ გიამბობთ. მენდეთ, მაშინვე ნემსიწვერას გაზრდის სურვილი გაგიჩნდებათ. ყველას სურს, რომ სახლში სასარგებლო მცენარე ჰქონდეს.
ნემსიწვერის სარგებელი: 6 უსიამოვნებას შველის
ტკივილს ამცირებს
კბილის ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ მისი სწრაფად მოშორება გვსურს. თუ აუცილებელი ტკივილგამაყუჩებელი არ გაქვთ, ნემსიწვერის ფოთოლი გამოიყენეთ. მტკივნეულ კბილზე დაიფინეთ. 30-40 წუთში შვებას იგრძნობთ.
ოტიტის დროს დაგეხმარებათ
ნემსიწვერა ყურის დაავადების დროს ტკივილის გაქრობას ხელს უწყობს. რამდენიმე საფენი, რომელიც რეგულარულად უნდა გაიკეთოთ, დაგეხმარებათ. ასეთი საშუალების მოსამზადებლად 6-10 ფოთოლი აიღეთ და ფაფის მიღებამდე დასრისეთ. 2 ს/კ წიწიბურის ფქვილი და 1 ს/კ ქაფურის სპირტი დაუმატეთ. საღამოს მიღებული მასით ყურის გარშემო სახვევი გაიკეთეთ. ასე ტკივილს დაამარცხებთ.
უძილობას უმკლავდება
თუ ძილის პრობლემები გაწუხებთ, ნემსიწვერის ნახარში დალიეთ. 1 ს/კ მცენარის ფესვი დააქუცმაცეთ და 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. 60 წუთით გააჩერეთ, შემდეგ პირველი მოცულობის მისაღებად საჭირო რაოდენობის წყალი დაუმატეთ. მზა ნახარშით ძილის მოწესრიგებას შეძლებთ.
ნერვული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს
აღსანიშნავია, რომ ნემსიწვერა დაძაბულობას ხსნის. ადამიანი ყოველდღე იმდენი რაოდენობის სტრესს ეჯახება, რომ ასეთი სასარგებლო მცენარე სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ყვავილი ნერვულ სისტემას ამშვიდებს.
სურდოს კურნავს
ყვავილი ხველის დროსაც აქტიურად გამოიყენება. ამ მცენარისგან დამზადებული სასწაულმოქმედი საშუალება დაგეხმარებათ. 25 გ ნემსიწვერის ფოთოლი აიღეთ და 1 ლ ცივი წყალი დაასხით. 10 წუთით აადუღეთ. ნახარში დღეში 5-6-ჯერ ყელში გამოივლეთ და სურდოს სიმპტომები აღარ შეგაწუხებთ.
თმის მდგომარეობას აუმჯობესებს
თუ თმის ცვენას ვერ ამარცხებეთ, ნემსიწვერის ნაყენი სცადეთ. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 500 მლ ცივი ანადუღარი წყალი დაასხით. ოთახის ტემპერატურაზე 8-10 საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ. ამ ნაყენით თავი ორ კვირაში ერთხელ რეგულარულად დაიბანეთ (შამპუნის გამოყენების გარეშე). მალე საოცარ შედეგს ნახავთ!
ოთახის მცენარის არჩევისას არა მხოლოდ მის გარეგნობას, არამედ სამკურნალო თვისებებს ყურადღება მიაქციეთ. კარგია, რომ ნემსიწვერა საოცრად ლამაზი და ძალიან სასარგებლოა!