Connect with us

ყვავილები

პეტუნიას ყვავილობას გვიან შემოდგომამდე ვახანგრძლივებ. გიზიარებთ ხრიკს

პეტუნია ულამაზესი ყვავილებით ზაფხულის ერთ–ერთი ფავორიტი მცენარეა. ბევრი ფერი და ფორმა აქვს.  თავისუფლად შეგიძლიათ გაზარდოთ კლუმბში, ქოთანში, აივანზე, აგარაკზე, სახლში. ივლისის ბოლომდე ყვავილობს, მაგრამ ერთი ხრიკის გამოყენებით ყვავილობას გვიან შემოდგომამდე გაახანგრძლივებთ. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ იზრუნოთ პეტუნიაზე აგვისტოში, რომ ლამაზი ყვავილებით დიდხანს დატკბეთ.

პეტუნიამ ყვავილობა შეწყვიტა, რა არის მიზეზი?

პირველ რიგში, პეტუნიას ყვავილობის პერიოდი მის ჯიშზეა დამოკიდებული. ამ მცენარეს საკმაოდ ბევრი ჯიში აქვს, რომელთაგან ზოგი აივნისა და ტერასისთვის არის განკუთვნილი, ზოგიც სახლისთვის. ყვავილობას დაახლოებით ივლისის ბოლოს ასრულებს, შემდეგ თესლის განვითარებას იწყებს. თუ ამ პროცესს შეწყვეტთ, ყვავილობას გააგრძელებთ.

ყვავილობის გახანგრძლივება

ყვავილობის შემცირებისას პეტუნიას გასხვლა სჭირდება. არ დაგენანოთ გადაჭრა, რადგან მალე გაიზრდება და ყლორტების გვერდიდან განვითარებას დაიწყებს.

  • მცენარე მიწის დონიდან 20-25 სმ–ზე გადაჭერით.
  • მიწა გააფხვიერეთ და გამოკვებეთ. კალიუმით და ფოსფორით მდიდარი ნარევი, რომელიც ძაღლყურძენთა ოჯახის მცენარეებისთვის არის განკუთვნილი, გამოგადგებათ.
  • 1 კვირაში გვერდითა ყლორტები გამოჩნდება. ახლა სასუქი ისევ დაუმატეთ. 10 დღეში ისევ გამოკვებეთ.
  • მალე პეტუნია მსხვილი ყვავილებით დიდებულად აყვავდება.

სასარგებლო რჩევები ყვავილობის გასაგრძელებლად

  • პეტუნიას მზე უყვარს, ამიტომ მზის სინათლე არ მოაკლოთ. რეგულარულად მორწყვა არ დაგავიწყდეთ. დილას და საღამოს, როცა მზის პირდაპირი სინათლე არ ხვდება, მორწყეთ.
  • ივნისის დასაწყისში ზედა ყლორტები რეგულარულად რამდენიმე სანტიმეტრით გადაჭერით. ასე ბევრ გვერდითა ყლორტს მიიღებთ და აყვავებული უფრო ლამაზ კომპოზიციას შექმნის.
  • დამჭკნარი ყვავილები მაშინვე მოაშორეთ, რომ მასში თესლის ფორმირება არ დაიწყოს.

ზემოთ მოცემული რჩევების გამოყენებით პეტუნიას ლამაზი ყვავილები აცივებამდე თვალს გაახარებს.

Advertisement