საკითხავი
ხალიჩა ქიმწმენდაში აღარ მიმაქვს, ნებისმიერი სირთულის ლაქას ხელით ვაშორებ
ხალიჩა სახლის პირობებშიც ისე ეფექტურად შეგიძლიათ გაწმინდოთ, როგორც ქიმწმენდაში. ამის შესახებ შემთხვევით გავიგე მეზობლისგან, რომელიც ქიმწმენდაში მუშაობს. მანვე მასწავლა ხრიკი, რომლის დახმარებით ხალიჩას ნებისმიერი სირთულის ლაქას ვაშორებ.
ყვავილები ძალიან მიყვარს, ამიტომ კორპუსის წინ პატარა ეზოში კლუმბებს ვუვლი. ჩემი საქმით გართული ვიყავი, რომ ქიმწმენდაში მომუშავე მეზობლის ჩივილი გავიგონე ზარმაც ხალხზე. „არ აქვთ სახლში ძმარი, სოდა და სარეცხი ფხვნილი? ვერ დავიჯერებ. არადა ახლა იმდენი ხალიჩა მოაქვთ გასაწმენდად“ – გაოცებული ყვებოდა ქალი. გამიკვირდა. წესით უნდა გახარებოდა, რომ საქმე მოემატა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო.
ხალიჩის ხელით რეცხვა
„მანქანის ჩართვა ადვილია. რთული ლაქების მოსაშორებლად ხელით მუშაობაც არ მიჭირს. განსაკუთრებით ძველი ხალიჩის შემთხვევაში. მაგრამ ძალიან მეცინება, როცა თითქმის ახალი ხალიჩა პატარა ლაქით გასაწმენდად მოაქვთ“ – აგრძელებდა მეზობელი. საუბარში ჩავერთე და დავინტერესდი, რა უნდა ქნას დიასახლისმა, თუ ხალიჩის გაწმენდა სცადა და ლაქა ვერ მოაშორა. მეზობელმა მტკიცედ მიპასუხა, რომ სწორად არ უცდია. „სველი სალფეთქით ლაქას ვერ ამოიყვან“. გამიზიარა ხრიკი, რომლის გამოცდაც იმავე საღამოს მომიწია. მინდა გითხრათ, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ.
ბინძურ ხალიჩას წმენდს
საწმენდი ნარევის მოსამზადებლად 1/3 ჭიქა ძმარი, 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი, 1 ს/კ სოდა და წყალი აურიეთ. პულვერიზატორში ჩაასხით და აურიეთ. ნარევი ხალიჩას შეასხურეთ. ხალიჩის სახლის პირობებში გაწმენდა შესაძლებელია!
როგორც უკვე გითხარით, ხრიკის ეფექტურობაში იმავე საღამოს დავრწმუნდი. მეუღლემ სიურპრიზი მომიწყო. რომანტიკულ ფონზე ფილმის ყურება სურდა. როგორც ჩანს, იდეა ჩვენს კატას არ მოეწონა და ღვინით სავსე ჭიქები წააქცია. ხალიჩა დაისვარა. მეუღლეს სურდა, რომ ხალიჩა ავტოსამრეცხაოში გასარეცხად წაეღო, მაგრამ მეზობლის რჩევა გამახსენდა და ცდა გადავწყვიტე. საოცარია, მაგრამ ლაქა მაშინვე გაქრა. თან ხალიჩა უფრო დარბილდა, მასზე ხელის შეხება უფრო სასიამოვნო გახდა.