მოდა და სტილი
დაბალწელიანი და ტყავის ნივთები: 2022 წლის შემოდგომის მოდური ტრენდები
2022 წლის შემოდგომაზე ქალის გარდერობი ნებისმიერი გემოვნების და ფერის მრავალფეროვანი ტრენდებით სავსე იქნება. ეს შესანიშნავი დროა, როცა მოდაში სუფევს ოქროს შუალედი: ოვერსაიზი და ტანზე მორგებული მოდის პიკზეა, ნიუდი და ფერადი ელფერები ერთმანეთს არ უპირისპირდება, ხოლო მინიმალიზმი და აქცენტური დეტალები არ კამათობენ. გავიაროთ ყველაზე მოსალოდნელი ტრენდები?
Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 2022 წლის შემოდგომის ცხელ მოდურ ტრენდებს. აქტუალურია ნივთები უჩვეულო ჭრილით და დაბალი წელით!
ქალის ტანსაცმელი 2022 წლის შემოდგომაზე
ზაფხულის ბევრი მოდური ტენდენცია შემოდგომის სეზონზე გადმოვა. ეს ჭრილებს ეხება. ტოპი და ბლუზი მოულოდნელ ადგილზე ჭრილებით ჟაკეტის ქვეშ ჩაიცვით. სტილი შეავსეთ საშუალო ან გრძელი ქვედაკაბით, რომელიც ვერტიკალურად ღრმად ჩაჭრილია.
მინი ქვედაკაბა ცივ სეზონზეც რჩება. შეარჩიეთ ტვიდის, ტყავის და სქელი ბეწვის მოდელები, რომლებიც ფორმას ინარჩუნებენ!
დაწეული წელი – ტრენდი, რომლის დაბრუნებას დიზაინერები ცდილობენ. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ტრენდი უკვე აიტაცა და დაბალწელიანი ჯინსი და შარვალი შეიძინა.
ამავდროულად, დაბალწელიანი ტრენდი მასებში დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან მაღალი წელი უფრო შეგვიყვარდა და ნებისმიერი ქალის საბაზისო გარდერობში მყარად გაიდგა ფესვი. დამატებით, დაბალწელიანი ნივთები შემოდგომაზე პრაქტიკული არაა.
მოდის სახლების უმეტესობამ მაქმანი საფუძვლად გამოიყენა. ყურადღება მიაქციეთ საშუალო სიგრძის და გრძელ კაბებს ყვავილების მოტივებით და აჟურული მოხატულობით.
ველვეტი, ზამში და ხავერდი კიდევ ერთი ტრენდია, რომელიც მომავალ შემოდგომის გარდერობში ლიდერულ პოზიციას დაიკავებს. აქ შეზღუდვები არაა. ხავერდის შეიძლება იყოს ტოპი, შარვალი, ქვედაკაბა და ეფექტური კაბა.
ტყავის ნივთებიც მოდაშია. ეს შეიძლება იყოს ლაბადა და შარვალი, ასევე კაბა. კორსეტიც მოდაშია. პიჟაკის ქვეშ ტოპის ნაცვლად გამოიყენეთ ან კარგო–შარვალს შეუხამეთ.
2022 წლის შემოდგომაზე ყველაზე აქტუალური ფერებია წითელი, ვარდისფერი, იისფერი და შოკოლადისფერი.
ზაფხულის ბოლო თვეს იზრუნეთ, თუ რას ჩაიცვამთ შემოდგომაზე. ფასდაკლებების სეზონი იწყება. აქ შეგიძლიათ ღირებული ნივთი მისაღებ ფასად იპოვოთ, ამიტომ დაზოგვის შანსი ხელიდან არ გაუშვათ და საკუთარ თავზე იზრუნეთ!