ჯანმრთელობა
8 x 8 წესი 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის: ვარსკვლავების მწვრთნელის შემუშავებული
ბევრ ქალს მენოპაუზის დაწყებისას სისუსტე და წონის მატება აღენიშნება. პოპულარული მითი, რომ ამ ასაკში ზედმეტი კილოგრამების მოშორება შეუძლებელია, მსგავსი პრობლემის მქონე ბევრ ქალს ხელის ჩაქნევას აიძულებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ. ცნობილი ტრენერი, მაიკლ ფაირმანი, რომელიც ბევრ ცნობილ ადამიანს ფორმების დაბრუნებაში დაეხმარა, ღირებულ რჩევებს გვიზიარებს. გიამბობთ, როგორ დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები მენოპაუზის დროს.
ფაირმანმა დაამტკიცა, რომ ეს შესასრულებელი მისიაა. შედეგის მისაღებად მხოლოდ გახდომის სწორი მეთოდი უნდა შეარჩიოთ და ძლიერი სურვილი გქონდეთ. პირველი ნაბიჯი გაბედეთ, შემდეგ საქმე წვრილმანებშია.
როგორ დავიკლოთ ზედმეტი წონა მენოპაუზის დროს
8 x 8 წესი
ცნობილი მწვრთნელის თქმით, წონის დასაკლებად მთავარია დღეში 2 ლ სუფთა წყალი დალიოთ. ჩაი, ყავა და სხვა სასმელი არ ითვლება. ფაირმანი გირჩევთ, გარკვეული წესი დაიცვათ, რომ წყლის დალევას მარტივად მიეჩვიოთ. დღეში 8 უნციანი 8 ჭიქა წყალი დალიეთ. ასე გაუწყლოებას თავიდან აიცილებთ. 250 მლ მოცულობის ჭიქა აიღეთ და სუფთა წყალი დალიეთ, თუნდაც არ გწყუროდეთ.
რომელი პროდუქტები ჩავრთოთ რაციონში
ვარსკვლავების ექსპერტი ირწმუნება, რომ წყლის ბალანსი და სწორი მენიუ მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმზე სასწაულებს ახდენს. დაბალანსებული კვება არა მხოლოდ წონის დაკლებას უწყობს ხელს, არამედ განწყობას აუმჯობესებს. რაციონში ჩართეთ მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები და შედეგი არ დააყოვნებს. მენოპაუზის დროს შემდეგი პროდუქტები მენიუს ნაწილად აქციეთ:
- ყავისფერი ბრინჯი
- ჩიას თესლი
- წითელი თევზი
- მთელი მარცვლეულის პური
- ნიგოზი
რა უნდა გამორიცხოთ რაციონიდან
კვებაში შეზღუდვებს გვერდს ვერ აუვლით. თუ გსურთ, რომ ტანადი გახდეთ, ცხარე საკვებზე, ალკოჰოლზე და კოფეინის შემცველ სასმელებზე უარი თქვით. მარილის მიღებაც შეამცირეთ. მაიკლ ფაირმანის თქმით, ნატრიუმით მდიდარი კერძი ცხიმის უჯრედების ზრდას იწვევს.
ცნობილი მწვრთნელის რჩევები დაეხმარა ბევრ ქალს, რომლებმაც მენოპაუზის დაწყებისას წონაში მოიმატეს. მათ მოიშორეს ზედმეტი კილოგრამები, რომელიც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.