ჰოროსკოპი
ზაფხულის ბოლო თვე წარმატებას მოგიტანთ: ტაროლოგის პროგნოზი
აგვისტოში, თვის დასაწყისიდანვე მზარდი მთვარე კარგი ნიშანია. ტაროლოგი და ფსიქოლოგი ლუდმილა ხომუტოვსკაია ამბობს, რომ ზაფხულის ბოლო თვე წარმატებას მოგვიტანს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი.
მზარდი მთვარე აგვისტოში
არის დღეები, როცა ძალდატანება და მაქსიმუმის გაკეთება გვიწევს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ასევე არის დღეები, როცა ძველი საქმეები უნდა დავასრულოთ ან უბრალოდ დროის გასვლას დაველოდოთ. ტაროლოგმა ლუდმილამ ტაროს კარტი გაშალა იმის გასაგებად, როდის უნდა ვიყოთ აქტიური 2022 წლის აგვისტოში.
აგვისტოს პირველი დღეები საქმის დასაწყებად შესანიშნავია. თამამად გააკეთეთ საქმე, რომელიც ამ დრომდე ადგილიდან არ იძვროდა. საზოგადოებაში გამოჩნდით, იაქტიურეთ და ახალი რამ გამოსცადეთ: ყველაფერი გამოგივათ.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები საქმის დასაწყებად: 1, 4 და 9 აგვისტო. ყველაზე რთული: 6, 8, 10 აგვისტო. ეს დღეები მძიმეა და ძლიერ ემოციურ ცვლილებებს გამოიწვევს. წამოწოლა, დასვენება და ძალების აღდგენა მოგინდებათ. ამას ხელი არ შეუშალოთ. საკუთარ თავს და სხეულს მოუსმინეთ.
10-20 აგვისტოს პერიოდში ენერგიები ოჯახისა და ურთიერთობების მხარეს იცვლება. 13 აგვისტო მეორე ნახევართან შესახვედრად, ოჯახში ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და შესარიგებლად შესანიშნავი დღეა. 15 აგვისტოდან მეორე ნახევართან განმარტოვდით ან ახლობლები მოინახულეთ.
ენერგეტიკულად სავსე დღეები: 12 და 14 აგვისტო. ამ დღეებში ბევრ რამეს მიაღწევთ, ხოლო ბევრ დაგეგმილ საქმეს მარტივად და გადატვირთვის გარეშე შეასრულებთ. ბევრი მოძრაობის, აქტიურობის და ურთიერთობის სურვილი გექნებათ.
15-20 აგვისტოს პერიოდი დაბალი ენერგეტიკული აქტივობის დღეებია. ჯანმრთელობის მდგომარეობა და განწყობა შეიძლება გაუარესდეს.
20 აგვისტოდან ენერგეტიკა კვლავ შეიცვლება. 21, 25 და 30-31 აგვისტოს ძალების მოზღვავებას და ახალი საქმის დასაწყებად სამყაროს მხარდაჭერას იგრძნობთ. აი. 23 და 24 აგვისტოს აქტივობისგან თავი შეიკავეთ. შეიძლება გაღიზიანება და დაღლილობა იგრძნოთ.
27 აგვისტოს ახალმთვარეობაა ქალწულში მარსთან კვადრატში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი საქმე წინ წავა, თუ ჯანსაღ ამბიციებზეა საუბარი. 29 აგვისტოდან მარსი ტყუპებში გადადის და საქმეს მარტივად შეასრულებთ, განსაკუთრებით გუნდური მუშაობით.
როგორიც არ უნდა იყოს აგვისტო, გახსოვდეთ, რომ შინაგან განწყობაზე ბევრი რამ დამოკიდებულია. ყოველთვის გაქვთ 3 არჩევანი: დრამაში გადაეშვათ, შესაძლებლობები დაინახოთ ან უბრალოდ დამკვირვებელი იყოთ.
ყოველთვის გახსოვდეთ: ყველაფერი ჩვენთვისაა. თუ ვარსკვლავები ცაზე ანათებენ, გამოდის ეს ვიღაცას სჭირდება. ზაფხულის ბოლო თვის ენერგია საშუალებას მოგცემთ, რომ ქვეცნობიერის სიღრმეში ჩაიხედოთ და ნახოთ, სად ხართ ყველაზე ძლიერი. გთხოვთ, ყველა შიში და დაბრკოლება გაუშვით!
აგვისტოში მზარდი მთვარე 1-დან 11–მდე და 28-დან 31 აგვისტომდე იქნება. ამ დღეებში შეგიძლიათ ახალი საქმე დაიწყოთ, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოთ და ოცნებისკენ ნაბიჯი გადადგათ. ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რომელიც უნდა იცხოვროთ და ნახოთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება ამის შემდეგ.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ წყალი ქვასაც ხვრეტს. ხელები არ ჩამოუშვათ და ყველაფერი გააკეთეთ, რადგან საკუთარი ცხოვრების რეჟისორი და მსახიობი თავად ხართ. დაე, ყველაფერი გამოვიდეს!