თავის მოვლა
საღამოს სახეზე ყაბაყის პიურეს ვისვამ, დილით გაახალგაზრდავებული, გლუვი კანით ვიღვიძებ
ბავშვობიდან ვიცი, რატომ არის სასარგებლო ყაბაყი და სეზონზე ყოველთვის მივირთმევ: ვწვავ, ოლადებს, ხიზილალას ვაკეთებ, ღუმელში ვაცხობ, წვნიანებს და სალათებს ვუმატებ. ახლახანს გავიგე, რომ ეს ბოსტნეული თავის მოვლაში სუპერ დამხმარეა. ყაბაყს საღამოს სახეზე ვისვამ, ხოლო დილით გლუვი კანით ვიღვიძებ. ისე ახალგაზრდულად გამოვიყურები, თითქოს 10 წელი მომაკლდა.
Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ყაბაყის ექსკლუზიური ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც სახის ნაოჭებს ასწორებენ და კანს აღიავებენ. ყაბაყის სეზონზე აუცილებლად გამოიყენეთ!
რა სარგებელი აქვს ყაბაყს
ყაბაყის ნიღაბი ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენაა. აღმოჩნდა, რომ ეს ბოსტნეული კანისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე კიტრი. ყაბაყი 90% სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს, დანარჩენი უჯრედისი და მიკროელემენტებია. ამის წყალობით ყაბაყის ნიღაბი კანს ატენიანებს, აღიავებს და ამშვიდებს. სახეზე ყაბაყის რგოლები შეგიძლიათ დაიდოთ ან გახეხილი მასა წაისვათ.
ყაბაყის ნიღბის რეცეპტები
უმარტივესი ვარიანტი: ყაბაყი გარეცხეთ, გახეხეთ და მარლაში გაახვიეთ. სახეზე 20 წუთით დაიდეთ. ნიღაბი ნაოჭებს ასწორებს და კანს ატენიანებს.
აღმდგენი და მკვებავი ნიღაბი ნებისმიერი ასაკის ადამიანს გამოადგება. თითქმის ყოველდღე შეგიძლიათ წაისვათ, მათ შორის თვალზეც. გვერდითი ეფექტების არ შეგეშინდეთ.
რა გავაკეთოთ? ჩაიწერეთ: 2 ს/კ გახეხილი ყაბაყი და 1 ს/კ ორთქლზე მომზადებული შვრიის მარცვლეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნარევი სუფთა კანზე წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ბამბის დისკით ნიღბის ნარჩენები მოიშორეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი კანის სიმშრალის და აქერცლის დროს დაგეხმარებათ. 2 ს/კ ყაბაყის მასა, 1 ჩ/კ არაჟანი და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ. სუფთა სახეზე წაისვით, 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ჩემი ფავორიტი ნიღაბია. საშუალო ზომის ყაბაყი გათალეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. მხოლოდ 2 ს/კ ყაბაყის მასას 1 ს/კ ხორბლის ფქვილი, კვერცხის გული, ჩაის კოვზი თაფლი, ნაღები და ცოტა ატმის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. სხვათა შორის, ატმის ზეთი აფთიაქში იყიდება და იაფი ღირს.
გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბს მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით უნდა აურიოთ. ნიღაბი მომზადებისთანავე წაისვით, რადგან მისი დიდხანს შენახვა არ შეიძლება.
საუკეთესო ეფექტის მისაღებად ახალი ნაყოფი გამოიყენეთ. ასეთი ბოსტნეული ყველაზე წვნიანია, ყველა აუცილებელ ვიტამინს შეიცავს და კანს მაქსიმალურად ატენიანებს.
ყაბაყს კოსმეტოლოგიაში უკუჩვენება არ აქვს. მასზე დაფუძნებული კოსმეტიკური საშუალება ნებისმიერი ტიპის კანს უხდება და მაინც, სანამ ყაბაყის ნიღაბს პირველად გამოიყენებთ, ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ: ცოტა მასა მაჯაზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ კანს ნორმალური რეაქცია ჰქონდა, მაშინ ნიღაბი თავისუფლად გამოიყენეთ.
რა სარგებელი აქვს ყაბაყს? მასში შედის თითქმის ყველა მიკროელემენტი, რომელიც ადამიანისთვის ასე სასარგებლოა: В и Е ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა, ფოსფორი, რკინა, კალციუმი, უჯრედისი. ეს სრული სია არაა!
ყაბაყი ნამდვილად ზაფხულის მეფეა და არა მხოლოდ საკვებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზემოთ მოცემული ნიღბები სილამაზის სალონში ვიზიტს 100%–ით ჩაგინაცვლებთ!