Connect with us

ჰოროსკოპი

ამაყი დობერმანი თუ თავდაჯერებული ბულდოგი: რომელი ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ცხოველების მოყვარულებმა იციან, რომ თითოეულ ცხოველს თავისი ხასიათი აქვს. ძაღლის ან კატის ქცევა ხშირად ბუნებაზეა დამოკიდებული. როგორც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანების შემთხვევაში, ასეა? დაინტერესებულხართ, რომელი ძაღლი შეგეფერებათ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ტყუილად არ ამბობენ, რომ ცხოველი თავის მფლობელს ჰგავს. ქვეცნობიერ დონეზე ხშირად ვირჩევთ ცხოველს, რომლის ხასიათი ჩვენთან ახლოსაა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ძაღლის ჯიში შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. შესაძლოა, ასე ახალი მეგობრის შესაძენად საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ.

რომელი ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: გერმანული ნაგაზი თუ ჩიხუახუა?

ვერძი

ამ ზოდიაქოს ნიშანს ყველგან პირველობა სურს, იქნება ეს ჰოროსკოპი, ოფისში თანამდებობა თუ პირადი მიღწევები. ვერძი მტკიცე ხასიათით და საქმეში შეუპოვრობით გამოირჩევა. თუ გადაწყვეტილება მიიღო, ვერაფერი გააჩერებს. ამ ნიშანთან ყველაზე ახლოსაა შუააზიური ნაგაზი.

კურო

ამ მიწის ნიშნის წარმომადგენლი უკიდურესად დამზოგველი და მეოჯახეა. ყველაფრის ოსტატი შეგიძლიათ უწოდოთ. კურო საიმედო, საკუთარი პრინციპების და ახლობლების ერთგულია. გარდა ამისა, საკმაოდ ჯიუტია და მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს. ბასეტი მისი ზუსტი ორეულია ძაღლების სამყაროში.

ტყუპები

კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ტყუპები ენთუზიაზმით და აქტიური ცხოვრებისადმი სიყვარულით სავსეა. ამ ჰაერის ნიშნის წარმომადგენელი ხალხთან საერთო ენას ადვილად პოულობს და მეგობრებს იძენს. ზუსტად ისე, როგორც ერდელტერიერი.

კირჩხიბი

კირჩხიბისნაირი კარგი მეოჯახის პოვნა გაგიჭირდებათ. მას ხალხის გაერთიანების და საერთო მიზნისთვის მათი მართვის საოცარი ნიჭი აქვს. უდავოდ, ამ ზოდიაქოს ნიშანს სტრატეგიული და ანალიტიკური უნარები ეხმარება. ძაღლის ჯიში კოლი კირჩხიბს ძალიან ჰგავს.

ლომი

ცხოველების მეფე ყოველთვის მშვიდი და თავდაჯერებულია, თვითკმარი, მამაცი და გაბედული. ლომი გიჟდება, როცა ყურადღების ცენტრშია და მასზე საუბრობენ. ინგლისური ბულდოგი ძაღლების სამყაროში მისი ორეულია.

ქალწული

საოცარი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მხიარულობას და მოთმინებას აერთიანებს. ქალწული მეგობრების წრეში, ასევე ოჯახში და სამსახურში დომინირებაზე გიჟდება. ამ ნიშნის წარმომადგენელი საზოგადოებრივ აზრს თამამად ეწინააღმდეგება. ძაღლი რომ იყოს, მხოლოდ რიზენშნაუცერი იქნება.

სასწორი

ერთი შეხედვით, სასწორი უვნებელი, მშვიდობისმოყვარე, ზედმეტად მგრძნობიარეა და ხშირად საკუთარ თავში თავდაჯერებული არაა. ეს მცდარი მოსაზრებაა. სასწორი, როგორც ჩიხუახუა, ენერგიით სავსეა და საკუთარი თავის დაცვა შეუძლია.

მორიელი

მორიელი ურთულეს ზოდიაქოს ნიშნად ითვლება. მას საკუთარი აზრი აქვს, რომელსაც ბოლომდე დაიცავს. მორიელი წარმოუდგენლად უშიშარია, მაგრამ ყოველთვის ეფექტური. როგორც დობერმანი ძაღლების სამყაროში, მორიელი საოცარი გამჭრიახობით გამოირჩევა.

მშვილდოსანი

რა თქმა უნდა, მოწყენილ მშვილდოსანს ვერასდროს დაინახავთ. ამ ნიშნის წარმომადგენლისკენ ყოველთვის ხალხი მიილტვის. მათ მხიარულ, ხალისიან და პოზიტიურ მშვილდოსანთან ურთიერთობა სურთ. მშვილდოსანი სპონტანურად ავანტიურისტია, რომელიც ბევრ ემოციას გვპირდება. ძაღლების სამყაროში მისი ორეულია სტაფორდშირის ტერიერი.

თხის რქა

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი „რქიანი“ სიჯიუტით, სითამამით,  სიმტკიცით და არაადამიანური ნებისყოფით გამოირჩევა. ასეთი უკომპრომისო თვისებების ნაკრებით მაინც შესანიშნავი დიპლომატია და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეუძლია. ამ ნიშნის წარმომადგენელი გერმანულ ნაგაზს გვაგონებს.

მერწყული

შემოქმედებითი, მრავალმხრივ განვითარებული პიროვნებაა, რომელიც სხვებზე დამოკიდებული არაა. თვითკმარი და საქმეში შეუპოვარია. ეს ხელს არ უშლის, რომ კომუნიკაბელური და ხშირად კომპანიის სული იყოს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ტაქსას ძალიან ჰგავს.

თევზები

სიტყვების თამაშის მიუხედავად, თევზები ბუნებით ძალიან ღრმაა. ხშირად საკუთარ თავში იძირება, რომ გაანალიზოს, იოცნებოს და უბრალოდ საკუთარ სამყაროში განმარტოვდეს. ამ ნიშნის წარმომადგენელი მგრძნობიარეა და სხვებს ახლოს არ უშვებს. ამით სპანიელს ძალიან ჰგავს.

დაგვეთანხმეთ, რომ ზოგიერთი ძაღლის ქცევა შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნის ქცევას ძალიან ჰგავს. რომელი ჯიშის ძაღლი შეგხვდათ?

Advertisement