Connect with us

მოდა და სტილი

74 წლის მეი მასკი საცურაო კოსტუმში სილამაზით ახალგაზრდებს ჩრდილავს

უნიკალური ქალი მეი მასკი არასტანდარტული იმიჯით საზოგადოებას აოცებს. ქალი საცურაო კოსტუმში ფოტოებს თამამად იღებს და ასაკს არ უშინდება, თუმცა 74 წლისაა! მთელ მსოფლიოში ქალებისთვის ნამდვილად კარგი მაგალითია. გაბედავთ ასეთ ელეგანტურ, მოხდენილი ფორმების ქალს ბებია უწოდოთ?

უნიკალური ქალი

რა არის მეი მასკის ფენომენი? რატომ არის ასეთი პოპულარული? რატომ იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე, ხოლო მისი სტილით აღფრთოვანებულნი არიან? როგორ ახერხებს მეი თავის ასაკში ასეთი საოცარი ფორმების შენარჩუნებას? შესაძლოა ეს მისი მტკიცე ხასიათის დამსახურებაა. მას ხომ სირთულეები არასდროს აშინებდა.

დამწყები მოდელი

მეი მასკი ჟურნალისტებს უყვება, რომ ახალგაზრდობაში სერიოზული სამოდელო კარიერის იმედი არ ჰქონდა. დიახ, 21 წლის ასაკში გოგონა სილამაზის კონკურსის „მის სამხრეთ აფრიკის“ ფინალისტი გახდა, მაგრამ სამოდელო მომავალზე დიდ იმედს არ ამყარებდა. გათხოვდა და ადგილობრივ უნივერსიტეტში დიეტოლოგიის სწავლა დაიწყო.

ალბათ, მეის სწორედ დიეტოლოგია ეხმარებოდა, რადგან მოგვიანებით კანადაში ამ სპეციალობის შესწავლა გააგრძელა. ქმართან, ეროლთან განქორწინებამ ქალზე სასტიკად იხუმრა. 18 კგ მოიმატა. ამ დროს პლუსსაიზის მოდელად მუშაობდა, მაგრამ 1 წელში თავისი ფორმა დაიბრუნა.

წარმატება გამოცდილებასთან ერთად მოდის

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზრდარული მეი მასკის კარიერა უფრო წარმატებულია, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო. 60 წლის ასაკში ქალმა ჭაღარის დამალვა შეწყვიტა და თავის სავიზიტო ბარათად აქცია. ერთ–ერთ ინტერვიუში მეი ნანობს, რომ ასე ადრე არ გააკეთა. სწორედ მას შემდეგ, რაც კეთილშობილურმა ჭაღარამ ქალის თავი დაამშვენა, ყველაზე მსხვილი კონტრაქტები მიიღო.

ასაკი მისთვის ხელისშემშლელი არ ყოფილა. მოდელი ფოტოებს სხვადასხვა როლში წარმატებით იღებს, თავის სხეულს საცურაო კოსტუმშიც წარმოაჩენს. ასე ვარსკვლავი ადასტურებს, რომ შიშველი ხელების, ფეხების, მუცლის ჩვენება არ აშინებს, რადგან უბრალოდ დიდებულია. ნებისმიერი ასაკის ქალისთვის დიდი მოტივაციაა.

მეი მასკის ცხოვრების სტილი

უნიკალური ქალი თაყვანისმცემლებს არწმუნებს, რომ დიეტებს არ იცავს. მისი რაციონი ნამდვილად უჩვეულოა.  მენიუდან სრულად გამორიცხა ტკბილეული, ასევე წვნიანს 12 ჯიშის პარკოსნით ხშირად ამზადებს. ცნობილი ადამიანი დილით ფინჯანი ყავით თავს ინებივრებს. მის გარეშე მოდელის არც ერთი საუზმე არ ჩაივლის.

ცნობილ ქალს ვარჯიში და სავარჯიშო დარბაზი არ უყვარს. ამბობს, რომ სტანდარტული ვარჯიში მისთვის მოსაწყენია. ილონ მასკის დედას ურჩევნია, რომ ძაღლთან ერთად სეირნობისას ზედმეტი კალორიები დაწვას. ტრენაჟორებზე ვარჯიშს საინტერესო ვიდეოების ყურებას ან აუდიო წიგნების მოსმენას უთავსებს.

მეის ერთ ადგილზე გაჩერება უჭირს. ყველა მნიშვნელოვან მოდის წვეულებას და ღონისძიებას სტუმრობს. სელებრითი ინსტაგრამზე თავის გვერდს აქტიურად მართავს. აქ ბევრ საინტერესო ფოტოს და ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს. ვარსკვლავი შვილის მიერ ნაჩუქარ Tesla–ს მანქანით სიამოვნებით დაქრის.

უნიკალურ ქალს ასაკის არ ეშინია

მეი პატივისცემას იმსახურებს. ის ენერგიული ქალია. მოდის სამყარო ასეთი ინფლუენსერის გარეშე ცარიელი იქნებოდა. წინააღმდეგი არაა მარსი მოინახულოს, როცა ილონ მასკი მარსზე ხალხის გაგზავნას შეძლებს. ნამდვილად მისაბაძი ქალია. ასეთი ადამიანების წყალობით გვესმის, რომ აქტიური ცხოვრება 70 ან 100 წლის ასაკში არ მთავრდება.

Advertisement