თავის მოვლა
ავოკადოს კურკის ფხვნილი: რატომ არის სასარგებლო მისი გამოყენება
ალბათ, ყველა ადამიანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა, ხომ არ დაიტოვოს ავოკადოს კურკა. ეს კითხვა ხშირად ხილის ჭამის შემდეგ გვიჩნდება. Alltime.ge–ს რედაქცია დაგარწმუნებთ, რომ ავოკადოს კურკის მოშორება არ ღირს. მისგან ლამაზი ნაყოფიერი მცენარე შეგიძლიათ გაზარდოთ ან ორგანიზმს დიდი სარგებელი მოუტანოთ. ღირებული კურკა იმდენ სასარგებლო თვისებას ფლობს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ავოკადოს კურკით ფხვნილი გააკეთეთ და ამაში დარწმუნდით!
სასწაულმოქმედი საშუალების მოსამზადებლად ცოტა დრო დაგჭირდებათ. კურკას ძალიან უხეში სტრუქტურა აქვს და მისი დაფშვნა რთულია. მთავარია, სწორი ტექნოლოგია გამოიყენოთ.
როგორ და რატომ გამოვიყენოთ ავოკადოს კურკის ფხვნილი
სასარგებლო თვისებები
ამ ნაყოფის კურკა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ. მასში შედის:
- ამინომჟავები. გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.
- ტანინები. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს.
- უჯრედისი. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს, ორგანიზმიდან წიდებს და ტოქსინებს გამოდევნის.
- B ჯგუფის ვიტამინები. თმის და კანის ხარისხს აუმჯობესებს. ზრდას აჩქარებს და ფრჩხილის ფირფიტას აძლიერებს.
მომზადების დეტალური ინსტრუქცია
- კურკა მწიფე ავოკადოს რბილობიდან კოვზის დახმარებით ამოიღეთ.
- ყავისფერი ზედა გარსი მოაშორეთ. დანით გაწმინდეთ.
- კურკა ორ ან უფრო მეტ ნაწილად დაყავით.
- მშრალ ტაფაზე შეწვით ან ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ.
- მიღებული მასა 10 საათით მზეზე გასაშრობად გააჩერეთ.
- ფხვნილის მიღებამდე დააბლენდერეთ.
ნატურალური ფხვნილის გამოყენება
ავოკადოს კურკის მზა საშუალება კოსმეტოლოგიაში ხშირად გამოიყენება. პირველ რიგში, მიღებული ფხვნილი კანს არბილებს და სიწითლეს აქრობს. მისგან ეფექტური პასტა შეგიძლიათ მოამზადოთ. ცოტა წყალი დაუმატეთ და ფაფის მიღებამდე კარგად აურიეთ. მსგავსი ნარევი რეგულარულად გამოიყენეთ კანის დასატენიანებლად და ნაოჭების პრევენციისთვის.
მეორეც, წყალზე დაყენებული კურკის ფხვნილი თმისთვის იდეალური სავლებია. ბუნებრივ ბზინვარებას აჩენს, თმას აძლიერებს. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ და თქვენი თმა გაცილებით სწრაფად გაიზრდება.
მესამეც, ასეთი საშუალება სკრაბის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ავოკადოს კურკის ფხვნილით გაუხეშებულ კანს სწრაფად და უმტკივნეულოდ მოიშორებთ. კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი იქნება.
ბუნების ძვირფასი საჩუქარი არ გადაყაროთ, არამედ გონივრულად გამოიყენეთ. ავოკადოს რბილობი მიირთვით, ხოლო ნაყოფით ნატურალური და ეფექტური ფხვნილი მოამზადეთ.