Connect with us

საკითხავი

ნარევს სანტექნიკას სახლიდან გასვლამდე ვუსვამ, დაბრუნებისას მარტივად ვწმენდ

ჯერ კიდევ ბებიაჩემი ამბობდა, რომ სოდა და ლიმონმჟავა სახლის მოსაწესრიგებლად შეუცვლელი საშუალებებია. ნარევი სანტექნიკას სახლიდან გასვლამდე წაუსვით და დაბრუნებისას მინიმალური ძალისხმევით მოაშორებთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოუაროთ სანტექნიკას სააბაზანო ოთახში ისე, რომ ბრწყინავდეს. ბევრი ლიმონმჟავა გამოიყენეთ!

სოდა და ლიმონმჟავა

მთელ მსოფლიოში დიასახლისებს აწუხებთ კითხვა, თუ როგორ გახადონ სააბაზანო ოთახი ქათქათა. ადრე თუ გვიან, ყველა აბაზანა წყალში შემავალი მარილის და რკინის ზემოქმედებით ზიანდება და ნადებით იფარება. მინანქარი ნაცრისფერდება, ყვითლდება და ერთ დროს ქათქათა სანტექნიკის იერს დიდად აფუჭებს.

ზოგჯერ ძალიან რთულია, რომ აბაზანას პირვანდელი სისუფთავე და ბზინვარება დაუბრუნოთ, თუ მასზე დიდი ხანია სათანადოდ არ ზრუნავთ. და მაინც, რთული შეუძლებელს არ ნიშნავს.

დაიმახსოვრეთ ჩემი რეკომენდაციები: „აბაზანის და მთელი სანტექნიკის გაწმენდაში ეს მარტივი, ვიტყოდი ზარმაცი, მაგრამ დროში გამოცდილი მეთოდი დაგეხმარებათ. ნარევს სანტექნიკას მანამ ვუსვამ, სანამ საქმეებზე სახლიდან გავალ, როცა ვბრუნდები, უბრალოდ წყლით ვწმენდ და აბაზანა სუფთააა!“

სუფრის კოვზი სოდა და სუფრის კოვზი ლიმონმჟავა აურიეთ, შემდე ნახევარ ლიტრზე ცოტა ნაკლები წყალი დაუმატეთ. ნარევი ბოთლში ჩაასხით და დასუფთავება დაიწყეთ.

ნარევი აბაზანის ან ნიჟარის მთელ ზედაპირს კარგად შეასხურეთ, შემდეგ სამსახურში ან მაღაზიებში წადით, თქვენს საქმეს მიხედეთ. როცა დაბრუნდებით, წყლით ჩამორეცხეთ. თუ ბევრი დრო გაქვთ, ნარევი ზედაპირს ნახევარ საათში მოაშორეთ და სისუფთავით დატკბით.

ძველმა უნიტაზმა რომ იბრწყინოს, თითქოს მაღაზიიდან ახლახანს გამოიტანეთ, 10 მლ თბილი წყალი, 3 გ სოდა და 2 გ ლიმონის წვენი აურიეთ. ლიმონის წვენი თანდათან დაუმატეთ. საშუალება ისე გამოიყენეთ, როგორც აბაზანის შემთხვევაში!

ნარევი 2 საათით გააჩერეთ და ტუალეტის ჯაგრისით გახეხეთ. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია კირის ნადების მოსაშორებლად, რომელიც უნიტაზში წყლის დონეზე ხშირად ჩნდება.

მეთოდი მარტივი, მაგრამ ეფექტურია. არაფრის ყიდვა საჭირო არაა! პენსიაზე გასული ბლოგერი მთელ სახლს ამ ნარევით აკრიალებს!

სოდა და ლიმონმჟავა დაგეხმარებათ, რომ სანტექნიკას ჟანგი და ძველი ნადები დაზიანების და ზედმეტი ფულის ხარჯვის გარეშე მოაშოროთ. რაც მთავარია, სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე! როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია!

Advertisement